პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

შპს „თრეიდლაინ“-ის (ს/კ: 203827449, მისამართი: დ. გამრეკელის N19, ოფისი N29. საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 032 2 38 48 68; ელ. ფოსტა: [email protected], პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თამუნა ქემერტელიძე, ტელ: +995 32 2 38 48 98 (0203), ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში კომპანია) მიერ წარმოებული “Dressup.ge ამბასადორი“-ს კამპანიის წევრი (შემდგომში კანდიდატი) ამ დოკუმენტის გაცნობაზე თანხმობის გაცემით ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას, გასცემს თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებს უფლებას შემდეგზე:

კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას კანდიდატის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, ტელეფონის ნომერი. 

წინამდებარე დოკუმენტში ჩამოთვლილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანდიდატის თანხმობით, მისი კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილის და მის მიერ კომპანიის შემუშავებული სპეციალური ფორმის შევსების შემთხვევაში. კომპანიასთან თანამშრომლობის შინაარსი გულისხმობს კანდიდატის სოციალურ არხებში კომპანიასთან დაკავშირებული კონტენტის სისტემატურად განთავსებას. კომპანიის მიერ თანამშრომლობის მიზნით კანდიდატების შერჩევა განხორციელდება კანდიდატების სოციალური ქსელების აქტივობიდან გამომდინარე, რაც მოიცავს კომპანიის მხრიდან შემდეგ პროცესებზე დაკვირვებას:

  1. კანდიდატის ფოლოუერების/გამომწერების რაოდენობა;
  2. კანდიდატის სოციალური არხების კონტენტის შინაარსი;
  3. კანდიდატის სოციალურ არხებზე ინგეიჯმენთი/ჩართულობა.

შესაბამისად, კომპანია დამატებით ამუშავებს კანდიდატის პირადი ინსტაგრამის (Instagram), ტიკტოკ (TikTok) და ფეისბუქ (FaceBook) გვერდების ლინკებს კანდიდატის სოციალური არხების სანახავად. თანამშრომლობის მიზნებიდან გამომდინარე, კანდიდატის სოციალური ქსელების პროფილები აუცილებლად უნდა იყოს ღია.  

მონაცემთა დამუშავება მოიცავს საქართელოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ მოქმედებას, როგორიც არის პერსონალური მონაცემების შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა და სხვ. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება, მონაცემები დაამუშავოს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით თავისი უშუალო უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ.

ამასთან, დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად.  კანდიდატის პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე,   კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად.

კომპანიის მიერ “Dressup.ge ამბასადორი“-ს კამპანიის ფარგლებში შემუშავებული ფორმის შევსება, რომლის შემდგომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები კომპანიასთან ხვდება და ინახება, ავტომატურად არ გულისხმობს კომპანიასთან თანამშრომლობას! კანდიდატი შესაბამისი ფორმის შევსებით და თავისი პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის წარმოდგენით იძლევა თანხმობას, რომ კომპანიამ განიხილოს მისი კანდიდატურა კოლაბორაციისთვის და დადებითი პასუხის შემთხვევაში დაუკავშირდეს კანდიდატს თანამშრომლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულების არსებით პირობებზე მოლაპარაკების მიზნით. 

შპს „თრეიდლაინ“-ი კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადა გამომდინარეობს კომპანიის მიერ წინასწარ შემუშავებული წლიური მარკეტინგული გეგმებიდან გამომდინარე, რომელთათვის წლის განმავლობაში არის გათვალისწინებული ინფლუენსერებთან თანამშრომლობა. 1 (ერთი) წლის შემდეგ ხორციელდება კანდიდატების მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და მათი წაშლა, გარდა იმ კანდიდატებისა, რომლებიც კომპანიამ შეარჩია თანამშრომლობისთვის და გაუფორმა შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება/შეთანხმება/მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. 

შპს „თრეიდლაინ“-ის მხრიდან მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაცული იყოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირების, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ყველა მონაცემი დაცულია უსაფრთხოების დონით, რაც საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალობას. მკაცრად კონტროლდება პერსონალური მონაცემებზე წვდომა და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალს აქვს დაშვება კანდიდატთა მონაცემებზე, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები. კომპანია ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირებისთვის კანდიდატის წინასწარი ნებართვის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

კანდიდატი უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, კომპანიისგან მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  • რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
  • ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროს შესახებ;
  • მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
  • “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
  • მონაცემთა გადაცემის (მონაცემთა გადაცემა გულისხმობს მონაცემების გაზიარებას ან გადაცემას მესამე მხარისთვის) სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  • მონაცემთა მიმღების (მონაცემთა მიმღები არის ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა) ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა.
  • ავტომატიზებული დამუშავების (დამუშავება ავტომატიზებული სისტემების (და არა ადამიანური რესურსის) გამოყენებით), მათ შორის, პროფაილინგის (პროფაილინგი გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას მონაცემთა სუბიექტის პრეფერენციების, ქცევის ან ინტერესის ანალიზისა და პროგნოზისთვის) შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცემთა დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

კანდიდატი უფლებამოსილია: 

  • გაეცნოს მის შესახებ კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:
  1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
  2. კომპანიის მიერ დადგენილია გონივრული საფასური შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო. 

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, გთხოვთ იხილოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კანდიდატი უფლებამოსილია გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • მოითხოვოს მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected], მიუთითოს გასასწორებელ/განსანახლებელ მონაცემზე და კომპანიას მიაწოდოს ზუსტი განახლებული ინფორმაცია. კანდიდატმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. კომპანია უფლებამოსილია, უარი თქვას კანდიდატის წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ: 
  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და მიუთითოს  შეწყვეტის/წაშლის/განადგურების მოთხოვნის მიზეზი (მაგ.: მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის უკან გახმობა და სხვ.). კანდიდატმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, რაც გულისხმობს მონაცემთა დამუშავების  დროებით შეჩერებას. მონაცემთა დამუშავების შეჩერება არ ეხება მონაცემთა შენახვის უფლებას.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და მიუთითოს  მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის მიზეზი (მაგ.: თუ კანდიდატი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს, მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას/წაშლას/განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა ან არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა და სხვ.). კანდიდატმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • მოითხოვოს მონაცემთა გადატანა, რაც გულისხმობს კანდიდატის უფლებას, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მიიღოს კომპანიისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მექანიკურად წაკითხვადი ფორმატით კანდიდატის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა შესაბამის მონაცემთა გადატანაზე შესაბამისი ადრესატის მითითებით კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
  1. ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
  2. აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
  3. გათვალისწინებულია კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

  • ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა იმავე ფორმით, რა ფორმითაც თანხმობა განაცხადა.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, კანდიდატმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა თანხმობის გამოხმობაზე კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

გასათვალისწინებელია, რომ შპს „თრეიდლაინ“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც კანდიდატს შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდების, გაცნობისა და ასლის გაცემის, გასწორების, განახლების ან/და შევსების, გადატანის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების) შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვის ან/და წაშლის, თანხმობის გამოხმობის უფლებით სარგებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.

კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპანიის მიერ კანდიდატის უფლებების და კანონით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს, ან უნდა მიმართოს Dressup-ის ოფიციალურ ჩათს შემდეგ ლინკზე:

https://www.facebook.com/DressupGroup

https://www.facebook.com/www.Dressup.ge

შპს „თრეიდლაინ“-ი ვალდებულია დააკმაყოფილოს კანდიდატის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „თრეიდლაინ“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, კანდიდატის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება წინამდებარე დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომია www.dressup.ge-ის საიტზე, საიტის ბოლოს “Dressup.ge ამბასადორი”-ს ბლოგში, დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ კანდიდატებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა აუცილებელია “Dressup.ge ამბასადორი”-ს კამპანიაში ჩართვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გაივლის რეგისტრაციას და, შესაბამისად, კომპანიას არ მიეცემა მისი კანდიდატურის განხილვის შესაძლებლობა. 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას