Samsonite - რა გჭირდება იდეალური მოგზაურობისთვის? 

მოგზაურობა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად და ახალი ადგილებისა თუ კულტურების აღმოსაჩენად. თუმცა, მოგზაურობის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი საიმედო და ხარისხიანი სამოგზაურო ჩემოდნის არჩევაა, რომელიც მეგზურობას ყველა სასურველ ადგილას გაგიწევს. 

რატომ Samsonite?

გარდა გემოვნური თვისებებისა ადამიანი ჩემოდანზე არჩევანს იმის მიხედვით ვაკეთებთ, თუ რა ბენეფიტების მიღებას შევძლებთ. Samsonite-ს კი უპირატესობები მართლაც მრავლად აქვს. პირველ რიგში ეს აწყობისა და მასალის უმაღლესი ხარისხია, რაც თავად განვლილმა დრომ დაამტკიცა, თუმცა მისი განსაკუთრებულობა მის საგარანტიო პირობებშიც მდგომარეობს! 

რა ხდება მოგზაურობისას?  

წარმოიდგინეთ, რომ სულ ახლახან ახალი Samsonite ჩემოდანი შეიძინეთ და პირველივე მოგზაურობის დროს დაზიანდა. რას გრძნობ? იმედგაცრუებას, შფოთს, ალბათ ცოტათიც გაბრაზებასაც საკუთარ თავზე, თუკი ჩანთის შეყვარება მოასწარით, აქა-იქ ცრემლებიც კი შეიძლება წამოგცვივდეს ადამიანს. თუმცა, Samsonite-თან ერთად თქვენი ნერვიულობა უმნიშვნელო გახდება. ჩვენი გარანტიის პირობები იმდენად მოქნილია, რომ თქვენი ჩემოდანი რაც შეიძლება მალე აღდგეს და კვლავ მზად იყო ახალი თავგადასავლებისთვის.

ჩვენი გარანტია არა მხოლოდ დაზიანებული ნაწილების შეკეთებას გულისხმობს, არამედ მომხმარებელს სრულ მხარდაჭერას უწევს მთელი გარანტიის პერიოდში. ჩვენ გვესმის, რომ თქვენი ჩემოდანი უბრალოდ ნივთი არაა, არამედ თქვენი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვზრუნავთ, რომ თქვენი ჩემოდანი ყოველთვის იყოს საუკეთესო მდგომარეობაში.

რას მოიცავს გარანტია?
ხანგრძლივი ვადა: ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ გარანტიას ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაცული.

ქარხნული დაზიანებები: ჩვენი გარანტია მოიცავს ჩემოდნის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის საჭერებს, ბორბლებს, საკეტებს, მათ შორის ზედა და გვერდითა საჭერს, საჭერ მექანიზმს, ბორბალს, TSA საკეტს.

მსოფლიო მომსახურება: სადაც არ უნდა იყოთ, „სამსონაიტის“ სერვის ცენტრები მზად არიან დაგეხმარონ.

მარტივი პროცედურები: ჩვენი გარანტიის პროცედურები მაქსიმალურად მარტივია, რათა თქვენი დრო ისევ მოგზაურობას დაუთმოთ!

უფრო დეტალურად

სამსონაიტის საგარანტიო სერვისი ვერ დაგეხმარებათ რიგ შემთხვევებში, თუკი დაზიანება თვითნებურადაა გამოწვეული. მაგალითად, ასეთი შემთხვევაა ჩანთის კორპუსის გატეხა, გახეხვა, ან სხვა შემთხვევითი დაზიანებები გადაადგილებისას. ან თუკი ტურისტული კომპანიით მოგზაურობისას, არ დაიცვეს თქვენი ნივთის უსაფრთხოება. ხშირია შემთხვევები TSA საკეტის კოდის დავიწყების შესახებაც, რა დროსაც რა თქმა უნდა გარანტია ვერ დაგეხმარებათ.

ავიაფრენისას მიღებული გამოცდილება

თუ თქვენი ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას, აუცილებელია, რომ აეროპორტში შესაბამისმა ავიაკომპანიამ შეადგინოს დაზიანების ოქმი. შემდეგ, ამ დოკუმენტით უნდა მიმართოთ „სამსონაიტის“ მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას, რომელიც განიხილავს დაზიანების ხარისხს და მოგაწვდით ოფიციალურ წერილს შეკეთების ან კომპენსაციის შესახებ.

საგარანტიო პირობების გასააქტიურებლად

ონლაინ შეძენის შემთხვევაში საგარანტიო პირობები სამსონაიტის ბრენდის ნივთებს (Samsonite, American Tourist, Sammies by Samsonite, Lipault, Tumi) არ აქვთ გააქტიურებული. აუცილებელია გაცვლა-დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, (რაც 2 კვირას მოიცავს), მოხდეს საგარანტიო ტალონის მიტანა თბილისისა და ბათუმის სამსონაიტის მაღაზიებში. სამსონაითი გალერია მოლი სამსონაითი სითი მოლი სამსონაითი თბილისი სამსონაითი გრანდ მოლი სადაც მოხდება საგარანტიო ტალონის შევსება და საგრანტიო ბეჭდის დატანება. გაცვლა დაბრუნების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებთ გააქტიუროთ და მომავალში ისარგებლოთ საგარანტიო პირობებით.
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას