ხშირად ფიქრობენ, რომ ბანკეტისთვის მხოლოდ გოგონები ემზადებიან, თუმცა კომფორტული და ელეგანტური სამოსის შერჩევა არც ბიჭებისთვისაა მარტივი. თანაც, მითებს თუ დავუჯერებთ, წინა საბანკეტო სამზადისი ბიჭებისთვის გაცილებით უფრო დიდი თავის ტკივილია, ვიდრე გოგონებისთვის.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს ბლოგი იმ ბიჭებისთვის შეგვექმნა, ვისაც უნდა, რომ ბანკეტზე კარგად და დახვეწილად, თუმცა კომფორტულად გამოიყურებოდნენ თანაც ისე, რომ სამზადისში რაც შეიძლება ნაკლები ენერგია დახარჯონ.
რაც შეეხება სეზონის ტრენდებს, მამაკაცის ხაზის მიმართულებით, ტრენდული რჩება მონოქრომული ლუქები, განსაკუთრებით კი ფერთა ორი ტონი - ლურჯი და ბეჟი - ლიდერობს. შესაბამისად, ამ ბლოგში არსებული ლუქებიც სწორედ ამის გათვალისწინებით შევარჩიეთ.
თუ გული კლასიკური, უკვდავი კომბინაციისკენ მიგიწევს, პირველი ლუქი სწორედ შენთვისაა. შავი ფერის კოსტიუმსა და კლასიკურ ფეხსაცმელთან ერთად შენთვის Tommy Jeans-ის თეთრი, სადა პერანგი შევარჩიეთ. კლასიკურობისა და ელეგანტურობის ბოლომდე შესანარჩუნებლად, გადავწყვიტეთ ფერები არც აქსესუარებში შემოგვეტანა და ამ კომბინაციას Greyder-ის შავი ქამარი და Guess-ის შავი საათი შევუხამეთ.
თუ კლასიკურობასა და ელეგანტურობასთან ერთად, ტრენდულობასაც მნიშვნელობას ანიჭებ, მაშინ ლურჯ და ცისფერ ფერებში გადაწყვეტილ, უბრალო და სადა ლუქზე უნდა გააკეთო არჩევანი. ლურჯი შარვალი, ღია ცისფერი პერანგი და კლასიკური ესთეტიკის მქონე კომფორტული ფეხსაცმელი სწორედ ისაა, რაც ტრენდულად გაქცევს. Lacoste-ის ქამარი და Guess-ის საათი კი ნამდვილად შემატებს შენს ლუქს განსხვავებულობას.
თუ კიდევ უფრო კომფორტულად გინდა რომ გეცვას, სიცხესაც ერიდები და თან გინდა, რომ დახვეწილად გამოიყურებოდე, შეგიძლია ინსპირაცია ჩვენი შემდეგი ლუქისგან აიღო. ამ შემთხვევაში, გრძელმკლავიანი, კლასიკური ტიპის პერანგის ნაცვლად, შევარჩიეთ მოკლემკლავიანი პერანგი, თუმცა, თუ პერანგი სულაც არ არის შენი სტილი და რამე უფრო თავისუფალს ეძებ, ალტერნატივად Lacoste-ის თეთრ და ლურჯ ფერებში გადაწყვეტილი პოლო მაისური შეგვიძლია, რომ შემოგთავაზოთ. ამ ხასიათის ლუქისთვის კი, ვფიქრობთ, კლასიკური ესთეტიკის მქონე კეტი იდეალური არჩევანია.
ახლა კი ჩვენი ბოლო ლუქის ჯერია, რომელიც ნამდვილად ყველასგან გამოგარჩევს. კლასიკურობისა და ტრენდულობის იდეალური სინთეზი ბეჟ ფერში გადაწყვეტილ, მონოქრომულ ლუქში ვიპოვეთ. ლუქის ბაზისი შედგება ბეჟი ჯინსის შარვლისგან, რომელიც, ეგრეთ წოდებულ, “casual” ხასიათს ქმნის, ოდნავ უფრო ღია ბეჟი პერანგისგან და ყავისფერი ლოფერებისგან, რომელიც კომფორტულობისა და დახვეწილობის იდეალური კომბინაციაა. აქსესუარების კუთხით შევარჩიეთ იგივე ტონალობაში გადაწყვეტილი ქამარი და სათვალე, რასაც ემატება ყველასთვის ცნობილი, ამერიკული ბრენდის, Guess-ის ყავისფერი საათი.
თუ წინა საბანკეტო სამზადისი დიდ თავის ტკივილად გეჩვენებოდა, ახლა უკვე ზუსტად იცი სასურველი ლუქის ასაწყობად რომელ მაღაზიებს უნდა ეწვიო. ხოლო თუ მაღაზიებში სიარულსაც გინდა, რომ თავი აარიდო, მაშინ ყველა ამ ნივთის ნახვა და შეძენა ონლაინ, Dressup.ge-ზე შეგიძლია. ჩვენი კურიერი ყველაფერს ერთად მოგიტანს და დაგელოდება, რომ მოიზომო და თუ რამე არ მოგეწონება, უკან გამოატანო.