ზაფხული Dressup.ge-ზე

Dressup.ge-ის 2024 წლის ზაფხულის კამპანია ორიენტირებულია ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფრითაა, მაინც ატარებს თავისებურ, ზაფხულურ ჯადოსნურობას.

ამ კამპანიის ფარგლებში, გადავწყვიტეთ ჩამოვშორებოდით ქუჩის მოდას, რომელიც ყოველდღიურ, აქტიურ ცხოვრებაში არსებობს და შეგვექმნა ერთი ყველასთვის იდეალური, განტვირთვის დღე, რომელიც ქალაქის ჩქარი რითმის პირობებშიც შესაძლებელია, რომ შედგეს.

აქედან გამომდინარე, კამპანიაში გამოყენებული თითოეული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი, სწორედ ამ ჯადოსნური განწყობის შექმნას ემსახურება.

ზაფხულის მომხიბლელობა, პირველ რიგში, მზესთან და წყალთან ასოცირდება, შესაბამისად, საცურაო კოსტუმები ამ განწყობის განუყოფელი ნაწილია.

ზაფხულის სეზონისთვის კიდევ ერთი აუცილებლობა სწორად შერჩეული, კომფორტული და ამავდროულად ლამაზი ფეხსაცმელია.

და, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს აქსესუარები და მათი მნიშვნელობა. ხშირად სწორედ აქსესუარები ქმნის იმ ხასიათს, რომელიც ჯადოსნურობაში ითარგმნება.

კამპანიის ფარგლებში, საზღვაო კოლექციაზე დამატებით 10% ფასდაკლებით ისარგებლებ, შეკვეთას კი 3 საათში მიიღებ, ამიტომ დაიწყე შოპინგი და გაიფერადე ზაფხულის ყველაზე ცხელი თვე.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას