1. Double Denim
ჯინსი ყოველთვის იყო და იქნება თითოეული ჩვენგანის გარდერობის განუყოფელი ნაწილი. თუმცა, 2024 წელს, ის კიდევ უფრო დიდ და მასშტაბურ როლს ირგებს. ორმაგი ჯინსი წლის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია, რომელსაც შევხვდებით როგორც მაღალი მოდის ჩვენებებზე, ასევე ყოველდღიურ, ურბანულ გარემოშიც. როდესაც ორმაგ ჯინსზე ვსაუბრობთ, ბევრს უჩნდება განცდა, რომ აუცილებელია ჯინსის ორი ნივთი იდეალურად ერწყმოდეს ერთმანეთს და ქმნიდეს ერთგვარი ორეულის ვიზუალს, თუმცა, თანამედროვე მოდა, რომელიც სავსეა ექსპერიმენტებით და რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალაც ინდივიდუალიზმია, ჩვენგან ამას არ ითხოვს. ამ ტრენდის მთელი ხიბლიც სწორედ იმაშია, რომ წელს თამამად შეძლებ დაასტაილინგო სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა პრინტის მქონე ჯინსის ნივთები ისე, რომ მაქსიმალურად გაუსვა ხაზი საკუთარ ხასიათსა და ნიშას.