- სიახლეები
- 1330 ნახვა
მსოფლიოში წამყვანი ამერიკული ბრენდის სამგზავრო ჩანთების კოლექციები უკვე საქართველოშია.
Samsonite ბაზარზე 2 მონობრენდული მაღაზიით Dressup ჯგუფმა წარადგინა, რომელსაც, თავის მხრივ, მომხმარებელი სხვა საერთაშორისო ბრენდების მაღაზიებით იცნობს, როგორებიცაა: Levi’s, Lacoste, Guess, Gant, Lee & Wrangler, Tommy Jeans, Etam და სხვა.
მაღაზიებში, რომლებიც სითი მოლსა და გალერია თბილისში გაიხსნა, დაგხვდებათ როგორც სამგზავრო, ასევე ლეპტოპის ჩანთების, ზურგჩანთებისა და სხვა აქსესუარების ფართო არჩევანი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ხაზსაც და მაღაზიაში წარმოდგენილია ბავშვის ჩანთების კოლექცია – მათ შორის, Disney-ს ხაზი, ყველასათვის საყვარელი პერსაონაჟებით.
აღნიშნული კოლექციები წარმოდგენილია ჯგუფის ონლაინ პლატფორმაზე, Dressup.ge-ზეც.
ინფორმაციისთვის, Samsonite-ს საერთაშორისო ბაზარზე მოღვაწეობის 100 წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და მისი ჩანთები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უპირობო ლიდერის პოზიციას იკავებს.
აღსანიშნავია, რომ ჩანთებს საერთაშორისო გარანტია აქვს, 10 წლამდე ვადით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბრენდის პროდუქციის ხარისხს.
Samsonite-ის ინოვაციური, მდგრადი და გამძლე ჩანთების კოლექცია შეგიძლიათ შემდეგ მისამართებზე შეიძინოთ:
City Mall – ქავთარაძის ქ. 1
Galleria Tbilisi – რუსთაველის გამზირი 2/4