ლურჯი რევოლუცია: როგორ გაიცანი ჯინსები?

Levi’s-ის ისტორია 150 წელზე მეტს ითვლის. ყველაფერი ამერიკული ციებ-ცხელების პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ლევი შტრაუსმა ის გამძლე მატერია აღმოაჩინა, რომელმაც კაცობრიობა შეიძლება ითქვას „ლურჯ რევოლუციამდე“, ჯინსებამდე მიიყვანა. სხვადასხვა დროს ეს პროდუქტი თავისუფლების, თვითგამოხატვის და ავთენტურობის ნიშად იქცა, დღესდღეობით კი თანამედროვე სტილის განუყოფელი ნაწილია.

გილოცავთ ჯინსის დაბადების დღეს! ჩვენი მოგზაურობა კი „ლივაისის“ განვლილ კამპანიებში ახლა იწყება.

1950-იან წლებში Levi's-ისმა სახასიათო, ამერიკული პოსტერების შექმნა დაიწყო. ისინი აქტიურად გადმოსცემდნენ იმ მთავარ ღირებულებებს, რომელზეც ბრენდი იყო დაფუძნებული - ჯინსების გამძლეობასა და მტკიცე, ყველასაგან გამორჩეული მასალა. იქ ხშირად შევხვდებოდით კოვბოებს და მუშებს, რომლებიც ხაზს უსვამდნენ „ლივაისის“ პრაქტიკულობას, ამისთვის კი სხვადასხვა მეთოდი იყო შერჩეული. სწორედ ამ ადრეულმა რეკლამებმა ჩაუყარე საფუძველი ბრენდის გარშემო შექმნილ ასოციაციებს, მათ შორის სწორედ იმათ, რომელიც ახლა გულის სიღრმეში გაგახსენდათ.

501: ლურჯი

პოსტერების ერას და ფილმებში, მარლონ ბრანდოსა თუ ჯეიმს დინის მიერ მორგებულ ჯინსებს, ე.წ. „501 ლურჯის“ კამპანია მოჰყვა. ეს იყო ინოვაციური სერია, რომელიც აერთიანებდა მუსიკას, მოდას და ახალგაზრდულ სულისკვეთებას. თითოეულში შეხვდებოდით თავის წილ ცეკვას, გართობასა და მხიარულებას. ჰიპების მოძრაობით შთაგონებულ ერაში კი კომპანიამ ახალი სიცოცხლე შეიძინა, მომავალში 80-იანი წლებში კი ჩაცმულობის ძირითად ელემენტად გარდაქმნა. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ მათგანში ახლად გამოჩენილი ბრიუს უილისიც კი მოგვევლინა.

501: Originals

მალევე კიდევ ერთ ახალ ეტაპამდე მივედით. ამერიკული ბრენდის მესვეურებმა მიიღეს გადაწყვეტილება ერთგვარი ჯაჭვის როლი ეთამაშათ თაობებს შორის. გარდა იმისა, რომ ბრენდს საუკუნოვანი ისტორია გააჩნდა, ის უნდა ყოფილიყო ფორმა, რომლითაც მუდმივად გამოხატავდი მტკიცე ხასიათსა და არჩევანის თავისუფლებას. ასე და ამგვარად 90-იან წლებში „ლივაისის“ რგოლებში მრავალ ამომავალ ვარსკვლავს, მათ შორის ბრედ პიტსაც კი შევხვდებოდით. თითოეული რეკლამა გვაჩვენებს ბრენდის მოურიდებელ, პირდაპირ და გარკვეულ შემთხვევაში თამამ გადაწყვეტილებებსაც, ერთგვარ ხმას, რომელიც თაობის გამოძახილი იყო.

501: უფრო მეტი, ვიდრე ჯინსი

2000-იან წლებიდან მოყოლებული ახლად შექმნილ კამპანიას "Go Forth"-ს ვხვდებით, რომელიც აქცენტს პროგრესზე, ცვლილებებსა და ოპტიმიზმზე აკეთებდა. რეკლამებში ხშირად შევხვდებოდით ფარულ თუ ღია მესიჯებს სოციალური პასუხისმგებლობაზე, რომელშიც ნათლად ჩანდა კომპანიის ღირებულებები. ეს იყო დრამატურგიულად გამართული ვიდეორგოლების სერიები, რომელიც ვიზუალთან ერთად, ამაღელვებელ ნარატივსაც მოიაზრებდა.

გამორჩეული იყო მინი-ანიმაციებიც, რომლებიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეების მიჯნაზე აქტიურად გამოდიოდა და სხვადასხვა სახალისო სიტუაციურ ეპიზოდებს წარმოადგენდა.

501: ყველაფერი შენს ხელშია

დღესდღეობით „ლივაისს“ უკვე მოპოვებული აქვს პროგრესის არაოფიციალური „ფორმის“ სტატუსი. თავისუფლების მიღწევა, თითქოს წარმოუდგენელია ჯინსის გარეშე. უახლესი კამპანია “The Floor Is Yours”-ის მთავარი იდეაც სწორედ ესაა, როდესაც ამ ლურჯ მატერიას მოირგებ, თითქოს ყველაფერი შენს განკარგულებაში ხდება და თითოეული მოქმედებით შეგიძლია მიიღო სიამოვნება.

„დრესაპის“ ისტორიაც 30 წლის წინ, Levi’s-ით დაიწყო და შეიძლება ითქვას იმავე ღირებულებს დაეფუძნა, რომელზეც ამ მცირე მოგზაურობის განმავლობაში ვისაუბრეთ. დაბადების დღემ კი როგორ შეიძლება სიურპრიზების გარეშე ჩაიაროს!

ჩვენს მაღაზიებში ჯინსის კვირეულია! 18-24 მაისს და მიიღე 40% ფასდაკლება ყოველ მეორე შენაძენზე ჯინსის შარვლების ახალი კოლექციიდან და აღნიშნე ლურჯი მატერიის იუბილე ჩვენთან ერთად!! შეთავაზებით სარგებლობა როგორც ერთ, აგრეთვე სხვადასხვა მაღაზიაში შეძენის შემთხვევაში: Levi's, Calvin Klein, Tommy Jeans, Tommy Hilfiger, Guess, G-star Raw, Lee & Wrangler, Jack & Jones, Mavi, Jeans Gallery.

პ.ს. უკეთესი განწყობისთვის - ახალი ჩაცმულობის შერჩევა ბიონსესა და პოსტ მელოუნის უახლესი კოლაბორაციის ფონზე შეგვიძლია!

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას