მათთვის, ვისთვისაც თვითგამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია, შემოდგომა უბრალოდ სეზონი არ არის. ეს არის საკუთარი თავის ძიებისა და ახლიდან შექმნის დრო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თვითგამოხატვის ერთ-ერთი მთავარი ფორმა ინდივიდუალური სტილია, რომელსაც ტანსაცმლითა თუ უნიკალური აქსესუარებით ვქმნით.
იქიდან გამომდინარე, რომ Dressup.ge მუდმივად ახალისებს ინდივიდუალიზმსა და გამბედაობას - ვიყოთ განსხვავებულები, გადავწყვიტეთ საშემოდგომო კამპანიის ფარგლებში სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის გვეკითხა როგორია მათი შემოდგომა.
კამპანიის ფარგლებში ხუთი მსახიობი გვყავდა: ნინო კასრაძე, დათო გორგილაძე, ლაშა მებუკე, მანუ თავაძე და მარიამ მდივანი. ხუთივე მათგანს ის აერთიანებს, რომ ადამიანთა უმრავლესობისთვის მათი სახეები ნაცნობია, თუმცა, რეალურად, ისინი სრულად განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც ასაკით, ისე სტილით, ისე ხასიათითა და, რაც მთავარია, შემოდგომის თავისებური აღქმებით.
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ადამიანი, თავისი იმედებით, ნოსტალგიითა და იდენტობის განცდით, უნიკალურია. ასევე გვჯერა, რომ ეს უნიკალურობა არაფერში ვლინდება ისე კარგად, როგორც ინდივიდუალურ სტილში.
კამპანიის მთავარი მესიჯიც სწორედ ამაში მდგომარეობს. შექმენი შენი შემოდგომა - ანუ, შექმენი საკუთარი თავი სწორედ ისეთად, როგორიც მართლა ხარ და, რაც მთავარია, ხმამაღლა და ბოლომდე გამოხატე იგი.