ეს კოლექციები არა მხოლოდ ხარისხზე, არამედ ღირებულებებზე დგას – აღმოაჩინე ის, რაც ყოველთვის აქ იყო, მაგრამ ამჯერად ახლებური ფორმებით. „სავალი“ და „ატრიო|რუსო“ იმაზე მეტია, ვიდრე მოდა. ეს ქართული კულტურის გაგრძელებაა, მისი ახალი სიცოცხლე. ორივე ბრენდი, მიუხედავად განსხვავებული ხასიათისა, ერთ მთავარ იდეას იზიარებს – აჩვენოს, რომ საქართველომ არა მხოლოდ ტრადიციების შენახვა იცის, არამედ მათი თანამედროვე სამყაროში გადმოტანაცაა შესაძლებელი.
აღმოაჩინე ეს ემოცია დრესაპ ჯგუფის მაღაზიებში. შეიგრძენი ქართული მოდა, რომელიც შენი ყოველდღიურობისა და განსაკუთრებული მომენტების თანმხლები იქნება.
„სავალისა“ და „ატრიო|რუსოს“ კამპანიაზე, „დრესაპ ჯგუფის“ მარკეტინგის გუნდთან ერთად, მუშაობდნენ:
ფოტო-ვიდეო - გიორგი მახარაშვილი
მოდელები - თაკო ქართველიშვილი, სალომე სალაყაია, ნათია გვალაძე.