ჯინსები
ჩვენი შემდგომი რჩეული - უკვდავი ჯინსებია! ეს კომფორტული და პრაქტიკული არჩევანია ყოველდღიური საუზმიდან მეგობრებთან ახალი წლის წვეულებამდე. არჩევანი შეიძლება იყოს ყოველგვარი - კლასიკური, მაღალი წელით, თავისუფალი თუ სწორი დაშვებით და ა.შ.
ქალებისთვის - ქელვინ ქლაინის მაღალწელიანი და გესის ფართო ტოტებიანი ჯინსებია! მამაკაცებისთვის კი ჯერ ნიდერლანდურ ბრენდთან, G-Star RAW-სთან უნდა ვიმოგზაუროთ, შემდეგ კი ლივაისის 502 მოდელს უნდა ვესტუმროთ!
ჩანთები
ჩანთა თქვენი სტილის მთავარი აქსესუარია. შეარჩიეთ სტანდარტული და ელეგანტური მოდელები, რომლებიც ყოველდღიურ და საღამოს ლუქებს იდეალურად მოერგება.
2025 წლისთვის ჩვენი რჩეული მოდელები იტალიური ხელნაკეთი სტილიდან, ამერიკულ მოდამდეა გადაჭიმული. აპენინის ნახევარკუნძულიდან N21-სა და GIANNI CHIARINI-ს ცნობილი მოდელი GLENDA გვაქვს შერჩეული, შორეული კონტინენტიდან კი GUESS-ის DECOR VINTAGE და Tommy Jeans-ის მინი ჩანთა!
საღამოს კაბები
საახალწლო სეზონი არის დრო, როცა შეგიძლიათ კაბები ბრწყინვალებით აავსოთ. კლასიკური წითელი, შავი ან მეტალისებრი ფერები ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ ნუ შეუშინდებით ექსპერიმენტების. ატრიბუტები, როგორიცაა მაქმანები, მბზინავი ქსოვილები და ფერადი დეტალები, კაბას შეუდარებლად აქცევს.
ჩვენი რჩეული უკვე კარგად ნაცნობი LIU JO-ს კომბინეზონი და CALVIN KLEIN STUDIO-დან ზურგამოღებული კაბაა!