G-Star RAW – ბრენდი, რომელმაც ჯინსის მოდა სრულიად შეცვალა, უკვე ერთი წელია საქართველოშია! ნიდერლანდური ბრენდი 1989 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს ინოვაციურ მიდგომას, რაც მას მსოფლიო ჯინსის ინდუსტრიაში ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ აქცევს. დრესაპ ჯგუფმა G-Star RAW ქართულ მოდის სცენას 2024 წელს წარუდგინა, ხოლო დღეს მისი მონობრენდული მაღაზია ბათუმში, Grand Mall-ში, თავის პირველ იუბილეს აღნიშნავს. ერთი წლის გასვლასთან დაკავშირებით კი ბრენდის სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. 

რატომ G-Star RAW?

  • ინდუსტრიული ესთეტიკა – ბრენდი ცნობილია თავისი უნიკალური, დაუსრულებელი სტილით, რომელიც კლასიკურ ჯინსს თანამედროვე ურბანულ ელემენტებს უმატებს.
  • ინოვაცია და მდგრადობა – G-Star RAW პირველივე დღიდან ავითარებს ეკომეგობრულ ტექნოლოგიებს და აქტიურად იყენებს ორგანულ და გადამუშავებულ მასალებს. მათი იდეოლოგია კი, როგორც ბრენდის მესვეურები გვეუბნებიან, ჯინსის დნმ-ით არის გაჯერებული. 
  • RAW Denim-ის კონცეფცია – ე.წ. დაუმუშავებელი ჯინსი, რომელიც დროთა განმავლობაში მფლობელის სხეულს ერგება და შესაბამისად მფლობელის უნიკალურ ხასიათს იძენს.

აღნიშნე იუბილე ჩვენთან ერთად და შეარჩიე შენი სტილი!

ამ მნიშვნელოვან თარიღს განსაკუთრებული შეთავაზებით აღვნიშნავთ – 22-23 თებერვალს, G-Star RAW-ის სრულ კოლექციაზე 20% ფასდაკლება გელოდება!

აღმოაჩინე ჯინსის დნმ-ით გაჯერებული თანამედროვე და ყოველდღიური კოლექცია. მოირგე ავთენტური G-Star RAW სტილი ბათუმში, Grand Mall-ში ან ეწვიე ჩვენს მაღაზიას თბილისში – სავაჭრო ცენტრ მერანში, Jeans Gallery-ის მაღაზიაში (რუსთაველის გამზ. 42).

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას