1. Kitten Heels
ეგრეთ წოდებული, „ფრანგული ქუსლი“ 2024 წლის დიდი დაბრუნებაა. 2000-იანი წლებში მოპოვებული წარმოუდგენელი პოპულარობის შემდეგ, ამ სეზონზე მისი მეორე სიცოცხლე დაიწყო. დაბალი, წვრილი ქუსლის დამსახურებით, ამ ტიპის ფეხსაცმელი ერთდროულად ელეგანტური და კომფორტულია. შესაბამისად, იდეალური არჩევანია როგორც ყოველდღიური სტილისთვის, ისე განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
როგორ დავასტაილინგოთ:
ამ სენზონზე განსაკუთრებით ტრენდულია სწორი, დავარდნილი ჯინსისა და ფრანგული ქუსლის კომბინაცია, რომელიც მასკულინურობისა და ფემინურობის იდეალურ ჰარმონიას ქმნის. შესაბამისად, გარდა კლასიკური, ფემინური სტილისა, ფრანგული ქუსლი შეგიძლიათ გამოიყენოთ მასკულინურ და მკაცრ ფორმებთან ერთად, რითიც უფრო საინტერესო და განსხვავებული ლუქის შექმნას შეძლებთ.