- სიახლეები
- 639 ნახვა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა - დრესაპ ამბასადორი
შპს „თრეიდლაინ“-ის (ს/კ: 203827449, მისამართი: დ. გამრეკელის N19, ოფისი N29. საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 032 2 38 48 68; ელ. ფოსტა: [email protected], პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თამუნა ქემერტელიძე, ტელ: +995 32 2 38 48 98 (0203), ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში კომპანია) მიერ წარმოებული “Dressup.ge ამბასადორი“-ს კამპანიის წევრი (შემდგომში კანდიდატი) ამ დოკუმენტის გაცნობაზე თანხმობის გაცემით ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას, გასცემს თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებს უფლებას შემდეგზე:
კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას კანდიდატის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, ტელეფონის ნომერი.
წინამდებარე დოკუმენტში ჩამოთვლილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება კანდიდატის თანხმობით, მისი კომპანიასთან თანამშრომლობის სურვილის და მის მიერ კომპანიის შემუშავებული სპეციალური ფორმის შევსების შემთხვევაში. კომპანიასთან თანამშრომლობის შინაარსი გულისხმობს კანდიდატის სოციალურ არხებში კომპანიასთან დაკავშირებული კონტენტის სისტემატურად განთავსებას. კომპანიის მიერ თანამშრომლობის მიზნით კანდიდატების შერჩევა განხორციელდება კანდიდატების სოციალური ქსელების აქტივობიდან გამომდინარე, რაც მოიცავს კომპანიის მხრიდან შემდეგ პროცესებზე დაკვირვებას:
1. კანდიდატის ფოლოუერების/გამომწერების რაოდენობა;
2. კანდიდატის სოციალური არხების კონტენტის შინაარსი;
3. კანდიდატის სოციალურ არხებზე ინგეიჯმენთი/ჩართულობა.
შესაბამისად, კომპანია დამატებით ამუშავებს კანდიდატის პირადი ინსტაგრამის (Instagram), ტიკტოკ (TikTok) და ფეისბუქ (FaceBook) გვერდების ლინკებს კანდიდატის სოციალური არხების სანახავად. თანამშრომლობის მიზნებიდან გამომდინარე, კანდიდატის სოციალური ქსელების პროფილები აუცილებლად უნდა იყოს ღია.
მონაცემთა დამუშავება მოიცავს საქართელოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ მოქმედებას, როგორიც არის პერსონალური მონაცემების შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა და სხვ. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება, მონაცემები დაამუშავოს პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით თავისი უშუალო უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ.
ამასთან, დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად. კანდიდატის პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებზე, კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად.
კომპანიის მიერ “Dressup.ge ამბასადორი“-ს კამპანიის ფარგლებში შემუშავებული ფორმის შევსება, რომლის შემდგომ, კანდიდატის პერსონალური მონაცემები კომპანიასთან ხვდება და ინახება, ავტომატურად არ გულისხმობს კომპანიასთან თანამშრომლობას! კანდიდატი შესაბამისი ფორმის შევსებით და თავისი პერსონალური მონაცემების კომპანიისთვის წარმოდგენით იძლევა თანხმობას, რომ კომპანიამ განიხილოს მისი კანდიდატურა კოლაბორაციისთვის და დადებითი პასუხის შემთხვევაში, დაუკავშირდეს კანდიდატს თანამშრომლობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე მოლაპარაკების მიზნით.
შპს „თრეიდლაინ“-ი კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს 1 (ერთი) წლის ვადით. აღნიშნული ვადა გამომდინარეობს კომპანიის მიერ წინასწარ შემუშავებული წლიური მარკეტინგული გეგმებიდან გამომდინარე, რომელთათვის წლის განმავლობაში არის გათვალისწინებული ინფლუენსერებთან თანამშრომლობა. 1 (ერთი) წლის შემდეგ ხორციელდება კანდიდატების მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და მათი წაშლა, გარდა იმ კანდიდატებისა, რომლებიც კომპანიამ შეარჩია თანამშრომლობისთვის და გაუფორმა შესაბამისი მომსახურების ხელშეკრულება/შეთანხმება/მიღება-ჩაბარების აქტი. აღნიშნული კანდიდატების პერსონალური მონაცემები ინახება 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები (მათ შორის, შეღწევადობის ტესტირებები.
კანდიდატი უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, შპს „თრეიდლაინ“-ისგან მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცემთა დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე. კანდიდატი უფლებამოსილია გაეცნოს მათ, უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები (გარდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოითხოვოს მონაცემთა გასწორება/განახლება, მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, მონაცემთა დამუშავების ან/და პროფაილინგის შეწყვეტა, მონაცემთა წაშლა ან/და განადგურება, მონაცემთა დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა ან/და არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს. კანდიდატი უფლებამოსილია, აღნიშნულ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ შპს „თრეიდლაინ“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც კანდიდატს შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდების, გაცნობისა და ასლის გაცემის, გასწორების, განახლების ან/და შევსების, გადატანის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების) შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვის ან/და წაშლის, თანხმობის გამოხმობის უფლებით სარგებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის, საგადასახადო და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.
კანდიდატი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეს კომპანიის ცხელ ხაზს, ან უნდა მიმართოს Dressup-ის ოფიციალურ ჩათს შემდეგ ლინკზე:
https://www.facebook.com/DressupGroup/?locale=ka_GE
https://www.facebook.com/www.Dressup.ge/.
შპს „თრეიდლაინ“-ი ვალდებულია დააკმაყოფილოს კანდიდატის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:
1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „თრეიდლაინ“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, კანდიდატის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება წინამდებარე დოკუმენტში, რომელიც ხელმისაწვდომია www.dressup.ge-ის საიტზე, საიტის ბოლოს “Dressup.ge ამბასადორი”-ს ბლოგში, დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ კანდიდატებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.
წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა აუცილებელია “Dressup.ge ამბასადორი”-ს კამპანიაში ჩართვისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატი ვერ გაივლის რეგისტრაციას და, შესაბამისად, კომპანიას არ მიეცემა მისი კანდიდატურის განხილვის შესაძლებლობა.