მოძრაობა ენერგიაა. არ აქვს მნიშვნელობა, დარბაზში ვარჯიშობ, დილით დარბიხარ თუ უბრალოდ აქტიურ დღეს გეგმავ. სწორად შერჩეული სპორტული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები ამ პროცესს ბევრად სასიამოვნოს ხდის. ეს მხოლოდ კომფორტს არ ეხება, ეს შენი სტილისა და განწყობის ნაწილია, რომელიც ყველა მოძრაობაში გეხმარება.

როგორ შეარჩიო შენთვის შესაფერისი სპორტული ტანსაცმელი

სანამ არჩევანს გააკეთებ, დაფიქრდი, რა ტიპის აქტივობისთვის გჭირდება სამოსი. იოგასთვის განკუთვნილი ელასტიკური და რბილი ქსოვილი სირბილისას შეიძლება მოუხერხებელი იყოს, სირბილისთვის შექმნილი ტანსაცმელი კი – ზედმეტად მსუბუქი ძალისმიერი ვარჯიშებისთვის. ყურადღება მიაქციე ქსოვილის შემადგენლობას. თანამედროვე სპორტული მატერიები კარგად უმკლავდება ოფლს, ატარებს ჰაერს და კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს. ეს დეტალები ვარჯიშის ხარისხსა და შენს კომფორტზე პირდაპირ აისახება.

სწორი ზომა და მორგებაც ისეთივე მნიშვნელოვანია. ტანსაცმელი არ უნდა გიზღუდავდეს მოძრაობას, მაგრამ არც ზედმეტად თავისუფალი უნდა იყოს. როცა სამოსი კარგად გაქვს მორგებული, თავდაჯერებულობაც იმატებს. Dressup.ge-ზე თავმოყრილი ქალის სპორტული ტანსაცმელი და კაცის სპორტული ტანსაცმელი შექმნილია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და ამავდროულად, შენს სტილთან ჰარმონიაში იგრძნო.

სწორად შერჩეული სპორტული ფეხსაცმელი – კომფორტული ვარჯიშის საფუძველი

ფეხსაცმელი, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, როცა საქმე სპორტულ ეკიპირებას ეხება. არასწორად შერჩეულმა მოდელმა შეიძლება არამხოლოდ დისკომფორტი შეგიქმნას, არამედ ტრავმის რისკიც გაზარდოს. სარბენ ბოტასს განსხვავებული ძირი და ამორტიზაცია სჭირდება, სავარჯიშო დარბაზის ფეხსაცმელს კი – მეტი მდგრადობა და ფიქსაცია. ამიტომ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებ, გაითვალისწინე აქტივობის სპეციფიკა.

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში დაგხვდება, როგორც ქალის ფეხსაცმლის კოლექცია, ისე მამაკაცის სპორტული ფეხსაცმლები, რომელთან ერთადაც სპორტული აქტივობები უფრო კომფორტული იქნება. თუ ზომაში ან მოდელში არ ხარ დარწმუნებული, შეგიძლია გამოიყენო ჩვენი სერვისი „მოირგე“. უბრალოდ შეარჩიე რამდენიმე სასურველი წყვილი, კურიერი მათ სახლში მოგიტანს და 20 წუთის განმავლობაში შეძლებ მშვიდად მოიზომო და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო.

სპორტული აქსესუარები და ნივთების მოვლის წესები

სწორად შერჩეული სპორტული აქსესუარები ვარჯიშს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის. წყლის ბოთლი, კომფორტული სპორტული ჩანთა თუ კეპი – ეს პატარა დეტალები სრულყოფილს ხდის შენს მზადებას. ისინი არა მხოლოდ ფუნქციურია, არამედ შენი სპორტული სტილის ნაწილიც ხდება.

იმისთვის, რომ შენმა საყვარელმა ნივთებმა დიდხანს შეინარჩუნონ პირვანდელი სახე, მნიშვნელოვანია მათი სწორი მოვლა. ეცადე, ფეხსაცმელი სარეცხ მანქანაში არ გარეცხო და დაიცვა დასველებისგან. ზამშის, ნუბუკისა და ტყავის მოდელებისთვის გამოიყენე სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებები. ტანსაცმლის რეცხვისას კი ყოველთვის მიჰყევი იარლიყზე მითითებულ ინსტრუქციას, რათა ქსოვილმა არ დაკარგოს ფორმა და ფუნქციურობა.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას