ონლაინ ექსკლუზივი - შენი საყვარელი ფეხსაცმელები Dressup.ge-ზე

სტილი ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ ჩაცმულობა. ის ჩვენი ხასიათის გაგრძელებაა, თავისუფლების გამოხატულება და გზა, როგორ ვეუბნებით სამყაროს: „აი, აი, ზუსტაად - ეს ვარ მე.“ სწორედ ამიტომ [ხხხ] წლის წინ Dressup.ge-ზე გადავწყვიტეთ ახალი თავგადასავლის დაწყება და შევქმენით ონლაინ ექსკლუზივის კატეგორია - სივრცე, სადაც შეხვდები იმ ბრენდებს, რომლის ოფიციალურ პროდუქტსაც საქართველოში ვერსად იყიდი.

ეს არის შესაძლებლობა, შენი გარდერობი შეავსო ისეთი ტანსაცმლით და ფეხსაცმლით, რომელიც აქამდე მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნიდან გამოწერითა თუ მოგზაურობისას ხელსგამოყოლებით იყო შესაძლებელი. ახლა კი - სულ რამდენიმე დაწკაპუნება და პროდუქტი შენთანაა.

რატომ ონლაინ ექსკლუზივი?

ჩვენ გვჯერა, რომ სტილი მრავალფეროვანი უნდა იყოს და ყველას ჰქონდეს თავისი წილი არჩევანი. მაგრამ ამასთან ერთად, არსებობს რაღაც განსაკუთრებული იმაში, როცა შენს გარდერობში ისეთი ნივთია, რომელიც სხვას არ აქვს. ონლაინ ექსკლუზივი სწორედ ამისთვისაა - უნიკალური, იშვიათი და გამორჩეული ბრენდების აღმოსაჩენად.

ამჯერად ბლოგისთვის ფეხსაცმლის ბრენდები შეგირჩიეთ და იმ ოთხ კატეგორიად გავანაწილეთ, რომელიც შოპინგშიც დაგეხმარება. 

უნისექს ბრენდები

ეს ბრენდები თავისუფლად გადააბიჯებენ კატეგორიებს და ყველას აძლევენ შესაძლებლობას საკუთარი სტილი საკუთარი წესებით შექმნან.

Desigual - ესპანური ბრენდი, რომელიც ფერებითა და ნიმუშებით თამაშობს. თუ მოგწონს „artsy“ სტილი, Desigual-ს შენია! 

Jack Wolfskin - გერმანული ბრენდი, რომელიც თავის თავში ბუნებისა და სტილის მოყვარულებს აერთიანებს. მოახვედრე ეს ‘ჯეკი’ შენს გარდერობში და უკვე შეგიძლია შენი თავგადასავალი დაიწყო. 

Salomon - სპორტული და ქალაქის სტილის საუკეთესო შერწყმა, რომელიც ფრანგული გამოცდილებითაა შთაგონებული. ფეხსაცმელები, რომლებიც მთასაც გაუძლებს და ქალაქშიც სეირნობასაც დაგამახსოვრებს.

HOKA - ფრანგული ბრენდი იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც კომფორტი და ინოვაციური დიზაინი ერთნაირად უყვარს. სირბილიც თუ შენს ყოველდღიურობაშია ხომ საერთოდ, შენი ცხოვრების პარტნიორს მიაგენი! 

Lumberjack - იტალიური ფეხსაცმლის კლასიკური, გამძლე და პრაქტიკული ფეხსაცმელი ყოველდღიურობისთვის. თავისუფლება ყოველ მომენტში - ქალაქსა და ბუნებაში.

მამაკაცებისთვის

სიძლიერე, დახვეწილობა და გამორჩეული იდენტობა — ეს ბრენდები ქმნიან ისეთ სტილს, რომელიც მარტივად ხდება შენი ყოველდღიურობის ნაწილი.

SELECTED HOMME - მინიმალიზმი სკანდინავიური ხასიათით. თანამედროვე მამაკაცის გარდერობის შეუცვლელი ნაწილი.

AMBITIOUS - პორტუგალიური ბრენდი, რომელიც კლასიკას თანამედროვე სტილთან აერთიანებს. ფეხსაცმელი, რომელიც ყოველდღიურობას მეტ დახვეწილობას მატებს.

Back70 - იტალიური ესთეტიკა, სპორტული ენერგია და ქალაქური რიტმი. იდეალურია ყოველდღიური ჩაცმულობისთვის.

ქალებისთვის

ქალებისთვის წარმოდგენილი ბრენდები სხვადასხვა სტილს აერთიანებენ: ელეგანტური, თამამი და კომფორტული - ყველაფერი, რაც გარდერობს უნიკალურობას შემატებს.

Steve Madden - ნიუ-იორკული ბრენდი, რომელიც ფეხსაცმელში სითამამესა და ტრენდულობას აერთიანებს.

Copenhagen Shoes - სკანდინავიური სტილი ყოველდღიურობისთვის. სიმარტივე, რომელიც ყოველთვის მუშაობს.

Schutz - ბრაზილიური ბრენდი, რომელსაც ფეხსაცმელს ხელოვნების დონეზე აჰყავს. დახვეწილი და თამამი არჩევანის მოყვარულებისთვის. 

Katy Perry Collections - თუ playful და გამორჩეული დეტალები გიყვარს, ეს ბრენდი სწორედ შენთვისაა (თუ მისი მსმენელი ხარ კი მეტი რჩევა არც დაგჭირდება).

ბავშვებისთვის

ბავშვების სტილიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დიდების. ონლაინ ექსკლუზივში მათთვისაც შევარჩიეთ ბრენდები, რომლებიც კომფორტს, თავისუფლებას და ენერგიულობას უსვამენ ხაზს.

Poeve - playful სტილი ბავშვებისთვის. მსუბუქი, კომფორტული და ყოველდღიურ თავგადასავალზე მორგებული.

Igor - ესპანური ბრენდი, რომელიც განსაკუთრებით კარგად ახერხებს ზაფხულის სანდლები ერთ დიდ ფერად და კომფორტულ მოგონებად გარდაქმნან. 

BestBuyShoes - ყოველდღიური და კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც მშობელსაც და ბავშვსაც ერთნაირ განწყობას ანიჭებს.

Sprandi - სპორტული და დინამიური სტილი ბავშვებისთვის, რადგან თავისუფლება გამუდმებით იგრძნონ!

ბოლოთქმა

ონლაინ ექსკლუზივი Dressup.ge-ზე ნიშნავს, რომ შენს გარდერობს შეგიძლია შემატო ისეთი ბრენდები, რომლებიც საქართველოში სხვაგან უბრალოდ არ მოიპოვება. უნიკალურობა, მრავალფეროვნება და შენი ფერადი გარდერობი - ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია.

გაიცანი ბრენდები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ Dressup.ge-ზე შეგხვდება.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას