„ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით.“ (ნიკო მარი)
პანდემიამდე მცირე ხნით ადრე, ქალბატონ თინათინს „დრესაპ ჯგუფის“ დამფუძნებელი, ბატონი ალექსანდრე სამხარაძე დაუკავშირდა და ასე გახდა #არაბარბარიზმებს ჩვენი მეგობარი. თანამშრომლობის ფარგლებში, განსაკუთრებით კოვიდის დამარცხების შემდეგ, არაერთი პროექტისა თუ ღონისძიების იდეას ფრთები შეესხა და მოძრაობის მთავარ მიზანს, ქართული ენის გაძლიერების ჯაჭვს კიდევ ერთი რგოლი შეემატა. (ისე კი ჯაჭვს შეუძლია უსასრულოდ გრძელიც იყოს, თუ ადამიანები, კომპანიები და ორგანიზაციები უფრო და უფრო დაინტერესდებიან, ვინ იცის იქნებ ქართული ენიდან და ქართველობიდან ბარბარიზმები სრულადაც განიდევნოს).
ბარბარიზმების ლექსიკონი, კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, თეატრალური დადგმები, საჯარო ლექციები, „შექმენი შენი ტერმინი“, მაისურების აქცია… ამ სიაში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია თავისუფალი, თუმცა ეს სწორედაც, რომ იმ საქმეების კრებულია, რომელიც ენას სიცოცხლეს უნარჩუნებს. მოძრაობამ თავისი ქმედებით უკვე „ჩახერგა გზები უკან დასახევი“, ამ სიტყვებს კი სიტყვებიდან მტრის განდევნაც უნდა უძღოდეს!
მომავალში კი… მომავალში კი უნდა გავიხსენოთ რა ფასი აქვს განათლებას. აუცილებელია სახელმძღვანელოები ინახავდნენ ინფორმაციას ლექსიკონებისა და თავად იმ ამბების შესახებ, რომელთა ამოკითხვაც ლექსიკონებშია შესაძლებელი. ხოლო სახელმძღვანელოები თავისუფლად შეიძლება ციფრულადაც იყოს ხელმისაწვდომი. თავის მხრივ #არაბარბარიზმებს 2017 წლიდან barbarisms.ge - ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ.
სწორია - მინიშნება, გადაკრულისიტყვა
არასწორია - ნამიოკი (რუს.)