საკულტო ლუქები Met Gala-ს წითელი ხალიჩიდან

ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, მოდის სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - Met Gala იმართება. 2024 წლის Met Gala-მდე კი ერთ კვირაზე ნაკლებია დარჩენილი.

ამ ბლოგში განვიხილავთ ჩვენი ორი ბრენდის,Calvin Klein-სა და Tommy Hilfiger-ის საკულტო ლუქებს, რომლითაც ვარსკვლავები Met Gala-ის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ. 

1. Met Gala 2004: "Dangerous Liaisons: Fashion and Furniture in the 18th Century"

Scarlett Johansson in Calvin Klein

2004 წლის Met Gala-ზე სკარლეტ იოჰანსონი Calvin Klein-ის ყვითელ კაბაში გამოჩნდა, რომელმაც უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია და მოდის ისტორიაშიც დიდი კვალი დატოვა.

Calvin Klein-ის აღნიშნულმა კაბამ ნამდვილად იდეალურად ასახა მე-18 საუკუნის მოდის დრამატულობა და ამ ეპოქის წამყვანი ჟანრი - რომანტიზმი. ოქროსფრად მოელვარე აბრეშუმის კაბა, რომელიც კორსეტისა და მსუბუქი, დავარდნილი ქვედაბოლოსგან იყო შექმნილი, აუცილებლად დაგაბრუნებდა მე-18 საუკუნის მდიდრულ და ინოვაციურ სამყაროში, სადაც მოდაში ნელ-ნელა იმკვიდრებდა ფეხს ტერმინი - „less is more”.  ეს უკანასკნელი კი მსახიობმა იდეალურად გამოავლინა სადა კაბაში, რომელიც საკუთარი ფერით, ქსოვილითა და იდეალური სიზუსტით შექმნილი თითოეული დეტალით ჩურჩულებდა სიტყვას - „სიმდიდრე“. 

2. Met Gala 2015: "China: Through the Looking Glass"

Behati Prinsloo in Tommy Hilfiger

2015 წლის Met Gala-ზე Tommy Hilfiger-მა სამი სუპერმოდელი წარადგინა საკუთარ სამოსში. მათ შორის იყო Victoria’s Secret-ის ანგელოზი - ბეჰატი პრინსლუც.

სუპერმოდელი წითელ ხალიჩაზე ერთი შეხედვით კლასიკური, ამერიკული სტილის კაბაში გამოჩნდა, თუმცა, ჩინური კულტურისა და მოდის გავლენები კაბის თითოეულ დეტალში იგრძნობოდა. ბრენდისთვის დამახასიათებელი, მუქი ლურჯი ფერის გრძელი, სილუეტური კაბა ცალსახად ასხივებდა თანამედროვე ამერიკულ სტილს, თუმცა გამოყენებულ ქსოვილსა და კაბის დელიკატურ ჭრას მსუბუქად შემოჰყავდა ლუქში ჩინური, ტრადიციული სამოსისთვის დამახასიათებელი აქცენტები. შეიძლება ითქვას, რომ Tommy Hilfiger-ის ეს კაბა იდეალურად ასახავდა ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურის ინტეგრაციას.

Karolina Kurkova in Tommy Hilfiger

ბეჰატის მსგავსად, Tommy Hilfiger-ზე შეაჩერა არჩევანი სუპერმოდელმა კაროლინა კურკოვამაც. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ამ უკანასკნელის არჩევანი გაცილებით უფრო ავთენტური და თამამი აღმოჩნდა. 

სუპერმოდელის მოკლე, წითლად მოელვარე კაბა სრულად ჩინური კულტურის ნოტაზე იყო შექმნილი. ქსოვილი, მაქმანი, პრინტი...კაბის თითოეული დეტალი ტრადიციული ჩინური სამოსით იყო ინსპირირებული, ამ ჰარმონიას კი მოჭრილი ქვედაბოლო არღვევდა. სწორედ ამ, ერთი შეხედვით, შეუსაბამობამ, შექმნა ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ლუქი. ასიმეტირიული ფორმითა და ავანგარდული სილუეტით სუპერმოდელმა კიდევ ერთხელ შეცვალა წითელი ხალიჩის თამაშის წესები, რაც იდეალურ შინაარსობრივ თანხვედრაში მოდიოდა Met Gala-ს 2015 წლის თემატიკასთან. ვინაიდან, სწორედ საზღვრების გაფართოვება, ახლებური ხედვა და ირიენტალიზმი იყო აღნიშნული თემის მთავარი ხიბლი.

3. Met Gala 2016: "Manus x Machina: Fashion in an Age of Technology"

Margot Robbie in Calvin Klein

2016 წლის Met Gala-ზე მსახიობი მარგო რობი კლასიკურ Calvin Klein-ში წარსდგა. ლუქი მომენტალურად ასახავდა ბრენდის მთელ მემკვიდრეობას, რამაც, ღონისძიების თემატიკასთან კონტრასტში საკმაოდ საინტერესო ლუქი შექმნა. Calvin Klein-ის ფუტურისტული კაბა, თავისი, ერთგვარი, სტერილური თეთრი ფერით, შეიძლება ითქვას, იდეალურად გადმოსცემდა წლის თემატიკას. სწორი სილუეტი, უკიდურესად თეთრი ფერი და გეომეტრიული ჭრა, ერთი მხრივ, ასახავდა ტექნოლოგიის გავლენას მოდაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ინარჩუნებდა იმ დახვეწილობას, რომელიც ხელოვნების ნიმუშისთვისაა დამახასიათებელი. საბოლოო ჯამში, მსახიობის ლუქი შეიძლება ჩაითვალოს ოქროს კვეთად ციფრულ სამყაროსა და კრეატიულობით სავსე მოდის სფეროს შორის. 

2024 წლის Met Gala-ს თემატიკა შემდეგია: „The Garden of Time”, რომლის ფარგლებშიც ძალიან ბევრ საინტერესო ლუქს ვიხილავთ. სავარაუდოდ უნდა ველოდოთ მაქსიმალურ ჰარმონიას გარე სამყაროსა და ბუნებასთან, რაც ბევრ ბუნებრივი პეიზაჟით შთაგონებულ ლუქში შეიძლება გადმოითარგმნოს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას