*|MC:MC_MC_SUBJECT|*

მოემზადე ბანკეტისთვის
 

მიუხედავად იმისა, რომ ბანკეტისთვის მზადება ხშირად გულისხმობს შფოთვასა და ბევრ ნერვიულობას, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ბანკეტის დღე შენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო და მხიარული დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება ნაკლები უნდა ინერვიულო და რაც შეიძლება მეტად უნდა გაერთო. თუმცა, ცხადია, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს თავს ლამაზად და თავდაჯერებულად გრძნობდე. ჩვენ კი სწორედ ამაში დაგეხმარებით, თანაც ისე, რომ მზადების პროცესი არა სანერივულო, არამედ სასიამოვნო პერიოდად იქცეს.

სანამ კონკრეტულ ლუქებზე გადავალთ, ორი სიტყვით მიმოვიხილოთ ამ სეზონის ტრენდები, რაც სწორი აქცენტების გაკეთებაში დაგვეხმარება. სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება თამამი და მკვეთრი ფერებია, თუმცა მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრენდულად რჩება გასული წლის მონოქრომული ლუქები. ამ ორის სინთეზი კი გვაძლევს თამამ ფერებში გადაწყვეტილ მონოქრომულ კომბინაციას. გარდა ფერებისა, სითამამე ფორმებსა და პატერნებშიც მნიშვნელოვანია. თუ გინდა, რომ სეზონის ტენდენციებს ფეხი აუწყო. უჩვეულო, თვალშისაცემი პრინტები და დიდი, არაორდინალური ფორმები სეზონის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა.

ახლა კი დროა რამდენიმე კონკრეტული ლუქი ვნახოთ, რომელთა გამოყენებასაც შეძლებ როგორც პირდაპირ, ისე ინსპირაციის სახით.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ შენი საბანკეტო ლუქი მაქსიმალურად უსვამდეს ხაზს შენს სილამაზეს და გამოკვეთდეს სწორედ იმ ნიშნებს, რომლებზეც გინდა, რომ აქცენტი გააკეთო. იქნება ეს ფერების, თუ ფორმის მეშვეობით.

პირველი ლუქი, რომელიც დანიური ბრენდის, Y.A.S-ის ბრჭყვიალა, მაგრამ სადა კაბითაა შთაგონებული, იდეალურია ყველასთვის, ვისაც მარტივი, დახვეწილი, მაგრამ ეფექტური ლუქები უყვარს და არც ტრენდებს ჩამორჩება, რადგან თამამი, მკაფიო ფერები, როგორც უკვე ვახსენეთ, ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. მუქ იასამნისფერ კაბასთან შეხამებული, ოდნავ უფრო ღია ტონალობაში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი და ვარდისფერი, ეგრეთ წოდებული, „statement“ საყურეები სწორედ ასეთ კომბინაციას ქმნის. შავი, პატარა ხელჩანთა კი კიდევ უფრო ამძაფრებს სიმარტივის შეგრძნებას. სიმარტივეში კი, როგორც ამბობენ, გენიალურობაა.

როგორც უკვე ვიცით, გარდა თამამი ფერებისა, სეზონის მნიშვნელოვანი ტრენდია, ასევე, თამამი ფორმები და პრინტები, რაც ჩვენი მეორე ლუქის მთავარი თემაა. Y.A.S-ის კიდევ ერთი, თუმცა სრულიად განსხვავებული კაბა აუცილბელად დააკმაყოფილებს მათ გემოვნებას, ვისთვისაც პირველი ლუქი ზედმეტად სადა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ კომბინაციაში ნაკლები ფერია გამოყენებული და ჭარბობს ისეთი ბაზისური ფერები, როგორიცაა შავი, ბეჟი და ოქროსფერი, კაბის ექსტრავაგანტულობა, მისი დიდი ბანტი და უჩვეულო, თამამი პრინტი მთლიან ლუქს ძალიან შთამბეჭდავ და თვალისმომჭრელ ხასიათს სძენს. სწორედ იმიტომ, რომ კაბა დარჩეს იმ მთავარ პერსონაჟად, რომლად ყოფნასაც იმსახურებს, საჭიროა, რომ დამხმარე ობიექტები, როგორიცაა ფეხსაცმელი, ჩანთა და აქსესუარები, იყოს შედარებით სადა და მარტივი, რათა ხაზი გაესვას კაბას და, ასევე, ზედმეტად არ გადაიტვირთოს ლუქი.
თუ კაბები სულაც არ არის შენი სტილი და ფიქრობ, რომ ეს ბლოგი არ გამოგადგება, მაშინ დროა გითხრა, რომ ცდები, რადგან ჩვენი მესამე ლუქი სწორედ შენთვისაა. დახვეწილი, ელეგანტური, თამამი, ტრენდული და განსხვავებული. ეს იმ ზედსართავების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც შემდეგი ლუქი შეგვიძლია, რომ შევამკოთ. ტრენდულ იასამნისფერში გადაწყვეტილი კომბინაცია, რომელიც შედგება დანიური ბრენდების, VILA-ს ორეულითა და ONLY-ის ჟილეტით, აუცილებლად გამოგარჩევს სხვებისგან. გარდა ამისა, ამ ლუქშიც ვხვდებით “statement” საყურეებს, რასაც ემატება პრემიუმ ბრენდების, GIANNI CHIARINI-ის ჩანთა და FABIO RUSCONI-ის ფეხსაცმელი.
და ბოლოს, მისი უდიდებულესობა - The Little Black Dress

თუ უპირატესობას უკვდავ სტილსა და ფერს ანიჭებ, საკულტო ამერიკული ბრენდის, GUESS-ის შავი კაბით შთაგონებული ლუქი ნამდვილად შენთვისაა. ეს არის უსაფრთხო და ელეგანტური ლუქი, რომელიც მიუხედავად თამამი ფერების ნაკლებობისა, აუცილებლად დაგეხმარება იმაში, რომ ბანკეტის დღეს გამორჩეულად ლამაზად გამოიყურებოდე. მთლიანად შავ ფერში გადაწყვეტილი კომბინაცია გავაცოცხლეთ პრემიუმ ბრენდის, FABIO RUSCONI-ის წითელ ქუსლიანი ფეხსაცმლით. ეს ერთი დეტალი კი მთელ ლუქს სძენს როგორც ტრენდულობას, ისე განსაკუთრებულ ხიბლსა და ხასიათს, რომელიც სადა და კლასიკურ სტილსაც განსხვავებულად აქცევს.
თუ მოსალონდელ ბანკეტის დღეზე განსაკუთრებით ღელავდი, ახლა შეგიძლია, რომ მშვიდად განაგრძო მზადება და ამ პროცესით უდიდესი სიამოვნება მიიღო, რადგან უკვე ზუსტად იცი, რომელ მაღაზიას უნდა ესტუმრო იმისთვის, რომ სასურველი ნივთი შეიძინო. და თუ მაღაზიებში სიარულიც ზედმეტ თავის ტკივილად გეჩვენება, შეგიძლია ყველა ეს ნივთი Dressup.ge-ზე იპოვო, შეუკვეთო და დაელოდო ჩვენს კურიერს, რომელიც ყველაფერს ერთად მოგიტანს და დაგელოდება, რომ მოიზომო და თუ რამე არ მოგეწონება, უკან გამოატანო.
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას