დრესაპ ჯგუფში წლის მიწურულს კიდევ ერთი სიახლე გვაქვს! აღმოაჩინეთ ახალი შესაძლებლობები - თქვენ უკვე შეძლებთ პრემიუმ ბრენდის Lardini-ს ხელნაკეთი პროდუქციის აღმოჩენას Tommy Hilfiger-ის მაღაზიებში. ეს უნიკალური თანამშრომლობა აერთიანებს იტალიური ხელოსნობის მდიდარ მემკვიდრეობას და ამერიკული სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციას.

Lardini - ეს არის ერთი იტალიური ოჯახის ისტორია, რომელმაც შეძლო და მსოფლიოს თავი ელეგანტურობის სიმბოლოდ დაამახსოვრა. დეტალების აღმაფრთოვანებელი დამუშავების ტექნოლოგია და უმაღლესი ხარისხის მასალის გამოყენება ხაზს უსვამს იმ მთავარ იდეოლოგიას, რასაც ბრენდი დაეფუძნა კიდეც. კომპანია ათწლეულებია ქმნის მამაკაცის კლასიკურ ტანსაცმელს, სადაც თითოეული ნაკერი ხელითაა დამუშავებული. 

აღსანიშნავია, რომ „ლარდინი“ კვლავ ოჯახურ მოდის სახლს წარმოადგენს და განვითარებაზე ფიქრიც მუდმივად თან სდევს პერიოდს 1978 წლიდან - დაარსებიდან დღემდე. სულ ცოტა ხნის წინ კი - ხელმძღვანელებში (მე კი ვიტყოდი ერთ-ერთი ოჯახური სადილობისას…) გაჩნდა აზრი, რომ ბრენდი უნდა გამცდარიყო წარმოსახვით საზღვრებს და მხოლოდ ტანსაცმელზე ფიქრს. ამ იდეის საწყისი კი ბრენდისთვის მეტად სახასიათო, მომხმარებელზე ფიქრი იყო, ოღონდ ამჯერად უფრო და უფრო ორიენტირებულად უნდა მომხდარიყო ეს ამბავი. სწორედ ასე აღმოჩნდნენ „ტომი ჰილფიგერის“ წარმომადგენლებთანაც ერთ მაგიდაზე და რადგან ამ ბლოგს კითხულობთ, მიხვდებოდით, მოლაპარაკებები წარმატებითაც დასრულდა. 

Tommy Hilfiger კი ამერიკული მოდის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ბრენდია, რომელიც გამოირჩევა თავისი სახასიათო და დაუვიწყარი კოლექციებით. (მაგრამ მე ეჭვი მაქვს, „ლარდინთან“ თანამშრომლობით უფრო დაუვიწყარი კოლექციის შექმნაზეც დაფიქრდნენ…)

Lardini x Tommy Hilfiger-ის საერთო ნაშრომი წარმოადგენს ამ ორი განსხვავებული, მაგრამ ამავდროულად ერთმანეთის მსგავსი ბრენდის შერწყმას, რომლებისთვისაც ხარისხიც, სახასიათო ნიშაც და ერთგული მომხმარებლებიც ერთ სიბრტყეზე განლაგდა.  კოლექციაში შეხვდებით როგორც კლასიკური პიჯაკებსა და კოსტიუმებს, ასევე თანამედროვე ჭრის პალტოებს, რომლებიც ყოველდღიური და სადღესასწაულო ჩაცმულობისთვისაა იდეალური. „შეზღუდვებიდან“ გაქცევა ბრენდებისთვის მრავალფეროვან პროცესებს წარმოადგენდა. ეს იყო ჯერ ტანსაცმლის, როგორც იდეის გააზრება, შემდეგ ქსოვილზე მუშაობის სპეციფიკაციები, რა ფერი უნდა ყოფილიყო ესა თუ ის დეტალი, შემდეგ მომხმარებლის აზრის გააზრება, შემდგომ გადააზრება და საბოლოო შედეგზე სხვათა და სხვათა აზრების მოსმენაც. 

საბოლოო შედეგი თავად უნდა ნახოთ, ტომი ჰილფიგერის, „გალერია თბილისის“ ფილიალში. ასე აღმოაჩენთ მამაკაცის კოლექციას, რომელიც შეიძლება ერთი შეხედვით ჩვეულებრივად მოგეჩვენოთ, მაგრამ გეტყვით, შემქმნელებმა მას - მოდის „კონტემპორარი“ უწოდეს. იმასაც შეგახსენებთ, რომ ყველა დეტალზე ნაფიქრია, რიგ შემთხვევებში, სტანდარტული ზომებისგან სულ რაღაც 0.5 მილიმეტრიან ცვლილებაზეც კი, რათა კომფორტის ხარისხი მაქსიმუმამდე იყოს მიყვანილი. დანარჩენს კი მაშინვე მიხვდებით, როცა მათ მოირგებთ! 

ჩვენთვის, დრესაპ ჯგუფისთვის, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი ნაბიჯია მსოფლიო მოდის ლიდერ და გამორჩეულ ბრენდებთან თანამშრომლობის კუთხით. ამით კომპანია ადასტურებს მზადყოფნას, მომხმარებელს შესთავაზოს უახლესი მოდის ტენდენციები და უმაღლესი ხარისხის პროდუქცია - პროდუქტი, რომელიც თავისი არსით უკვე ზრუნავს მომხმარებელზე. 2024 წელს უკვე გამოჩნდა კაფსულა კოლექცია ქელვინ ქლაინ სტუდიოს სახით, მომავალში კი კიდევ მრავალი მიმართულებით იგეგმება განვითარება, როგორც ექსკლუზიური პროდუქციის, ასევე კლასიკური ჩაცმულობის მხრივ. 

წინ კიდევ უფრო მრავალფეროვანი 2025 წელი გველის, რომელშიც გვჯერა, კიდევ მრავალ სიახლეს შემოგთავაზებთ მსოფლიოსთვის დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული ბრენდებისგან! 

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას