*|MC:MC_MC_SUBJECT|*

 

LACOSTE - 90 წლის სტილი

ჩემპიონობიდან გამომგონებლობამდე
RENÉ LACOSTE – THE ORIGINAL CROCODILE

რენე ლაკოსტი, ადამიანი, რომელმაც მოახდინა სტილის რევოლუცია თავის ეპოქაში. ჩოგბურთის ლეგენდამ და გენიალურმა გამომგონებელმა, თავისი მეტსახელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბრენდად აქცია.
ისტორია ჩემოდანზე
1923 წ. „მე თუ გავიმარჯვებ, მომეცი ეს ჩანთა“- ეუბნება ჩოგბურთის ჩემპიონი, რენე ლაკოსტი გუნდის კაპიტანს და აკვირდება მის ნიანგის ტყავიან ჩანთას.
ფსონი წააგო, თუმცა ისტორიული თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება. ახალგაზრდა მამაკაცის სიმტკიცით მოხიბლულმა ამერიკულმა პრესამ ხუმრობა გამოაქვეყნა -  მას შემდეგ  რენეს „ნიანგის“ სახელით იცნობდნენ.
პირველი  ნიანგის ემბლემა
1927 წ. სტილისტი რობერტ ჯორჯი თავს ირთობს ნიანგის ხატვით და თან ესკიზებს აჩვენებს თავის მეგობარ რენე ლაკოსტის. ჩოგბურთის ჩემპიონი ვერ უძლებს ცდუნებას, ატაროს თეთრ მაისურზე ამოქარგული ნიანგი - მისი მსოფლიო აღიარების სიმბოლო.
მას შემდეგ, ყოველი მატჩის წინ იგი ნიანგის სიმბოლოიან მაისურს ატარებს, რაც არავისთვის რჩება შეუმჩნეველი.
პირველი ლოგო სამოსზე - LACOSTE-ის დასაწყისი!
1933 წ. მეწარმე ანდრე ჟილიე ეხმარება რენე ლაკოსტის მის მიერ შექმნილი სპეციალური ჩოგბურთის სათამაშო პერანგის ქსოვაში. პერანგი თეთრია, გულზე ამოქარგული ნიანგის ემბლემით.
სწორედ ასე გაჩნდა პირველი ლოგო სამოსზე - ნიანგი!
90 წელი, 10 ნიანგი
მრავალმხრივი. ავანგარდული. LACOSTE-ის ნიანგი, როგორც ხელოვნების ნიმუში!
რობერტ ჯორჯის მიერ შექმნილი პირველი ლოგოდან დღევანდელ ლოგომდე, მიდგომა უცვლელია.  ესაა ლოგოს სიძლიერე, რომელმაც შექმნა ისტორია! ნიანგი გადადის დიზაინერების ხელიდან ხელში, ვითარდება, სცდება კულტურებს და უსწრებს დროს.
პირველი მატჩი LACOSTE-ის მაისურით
1928 წ. რენე ლაკოსტი საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალში არასტანდარტული მაისურით ასპარეზობს... აღშფოთება! საფრანგეთის ჩემპიონი მოკლე სახელოიანი მაისურით თამაშობს, უფრო სწრაფად და მოქნილად ვიდრე ოდესმე - რენე ლაკოსტი საუკეთესოა!
LACOSTE-ის ფერები
შეუჩერებელმა ჩოგბურთელმა, რენე ლაკოსტიმ შექმნა ბრენდი საკუთარი ხედვით. ოპტიმისტი, მუდმივ მოძრაობაში - „კაცი თეთრებში“, რომელმაც ჩემპიონატის ტრიუმფის შემდეგ შემოიტანა მრავალფეროვნება ჩოგბურთის სამყაროში. 1951 წელს გამოჩნდა პირველი ფერადი პოლო მაისურები, მას შემდეგ კი ლაკოსტის ფერთა პალიტრა არასდროს წყვეტს ზრდას.
იხილე კოლექცია
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას