ასეთი წრფელი, პირდაპირი და ავთენტური გრძნობებიდან დაიბადა Back To School კამპანიის იდეაც. ეს ერთგვარი გამოწვევა იყო Dressup.ge-სთვის - გვსურდა ის ხასიათი გამოგვეჩინა, რომელიც იდეალურად ასახავდა ჩვეულ, სკოლის ყოველდღიურ გარემოს და ეს ყოველივე დაცლილი იქნებოდა გადაპრანჭული თუ შელამაზებული კადრებისგან.
ჩვენი კამპანიის სივრცედ ჩვეულებრივი საჯარო სკოლა შეირჩა. ამით მივიღეთ შესაძლებლობა შეგვენარჩუნებინა ის გარემო, სადაც ბავშვები თავს უცხოდ არ იგრძნობდნენ, შესაბამისად თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურობა და უნიკალური ხასიათი ბუნებრივად გამოჩნდებოდა. ჩვენმა გმირებმა თავიანთ მისიას იდეალურად გაართვეს თავი! ყველა ის ემოცია, რომელიც ფოტოებსა თუ ვიდეოებში ჩანს - მოგვაგონდება და გონებაში ფიქრად გაგვიელვებს - ეს ხომ ისედაც გვინახავსო… და ზუსტადაც, სკოლის გამოცდილება არ არის ყოველთვის 100%-ით პოზიტიური და ყოველთვის ღიმილიანი სახეებით სავსე, ზოგჯერ ეს გამოცდილება შეიძლება იყოს სევდიანიც, ზოგჯერ ბრაზის მომგვრელიც, მაგრამ, რაც მთავარია, ეს გამოცდილება ყოვლისმომცველი და ნამდვილია. სწორედ ამის გადმოცემა ვცადეთ ამ კამპანიით.