ახალი სასწავლო წელი, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი ჩვენგანისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ნამდივლი ახალი წელი.
ამ მოვლენას განსაკუთრებულს ბევრი რამ ხდის - დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა, ახალი თავგადასავლების მოლოდინი და ასე შემდეგ. თუმცა, ხშირად, ყველაზე ამაღელვებელი სკოლაში ან უნივერსიტეტში განახლებული სტილითა და იმიჯით დაბრუნებაა ხოლმე.
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ სტილის შექმნაში ჩვენც დაგეხმაროთ. ასე რომ, თუ ჯერ კიდევ სასკოლო სამზადისში ხარ, ან სულაც არ დაგიწყია ეს პროცესი, მაშინ ეს ბლოგი შენთვისაა.
თუ უპირატესობას ტრენდულობის, დახვეწილობისა და ვინტაჟის კომბინაციას ანიჭებ, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, თუ შენი მთავარი ინსპირაცია ბლერ ვოლდორფის სტილია, მაშინ ჩვენი პირველი ლუქი სწორედ შენთვისაა.