ხანგრძლივი ვადა: ჩვენ გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ გარანტიას ბაზარზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ჩემოდანი დიდი ხნის განმავლობაში იქნება დაცული.
ქარხნული დაზიანებები: ჩვენი გარანტია მოიცავს ჩემოდნის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის საჭერებს, ბორბლებს, საკეტებს, მათ შორის ზედა და გვერდითა საჭერს, საჭერ მექანიზმს, ბორბალს, TSA საკეტს.
მსოფლიო მომსახურება: სადაც არ უნდა იყოთ, „სამსონაიტის“ სერვის ცენტრები მზად არიან დაგეხმარონ.
მარტივი პროცედურები: ჩვენი გარანტიის პროცედურები მაქსიმალურად მარტივია, რათა თქვენი დრო ისევ მოგზაურობას დაუთმოთ!
უფრო დეტალურად
სამსონაიტის საგარანტიო სერვისი ვერ დაგეხმარებათ რიგ შემთხვევებში, თუკი დაზიანება თვითნებურადაა გამოწვეული.
მაგალითად, ასეთი შემთხვევაა ჩანთის კორპუსის გატეხა, გახეხვა, ან სხვა შემთხვევითი დაზიანებები გადაადგილებისას. ან თუკი ტურისტული კომპანიით მოგზაურობისას, არ დაიცვეს თქვენი ნივთის უსაფრთხოება. ხშირია შემთხვევები TSA საკეტის კოდის დავიწყების შესახებაც, რა დროსაც რა თქმა უნდა გარანტია ვერ დაგეხმარებათ.
ავიაფრენისას მიღებული გამოცდილება
თუ თქვენი ნივთი დაზიანდა ტრანსპორტირებისას, აუცილებელია, რომ აეროპორტში შესაბამისმა ავიაკომპანიამ შეადგინოს დაზიანების ოქმი. შემდეგ, ამ დოკუმენტით უნდა მიმართოთ „სამსონაიტის“ მომხმარებელთა მომსახურების განყოფილებას, რომელიც განიხილავს დაზიანების ხარისხს და მოგაწვდით ოფიციალურ წერილს შეკეთების ან კომპენსაციის შესახებ.
საგარანტიო პირობების გასააქტიურებლად ონლაინ შეძენის შემთხვევაში საგარანტიო პირობები სამსონაიტის ბრენდის ნივთებს (Samsonite, American Tourist, Sammies by Samsonite, Lipault, Tumi) არ აქვთ გააქტიურებული.
აუცილებელია გაცვლა-დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ, (რაც 2 კვირას მოიცავს), მოხდეს საგარანტიო ტალონის მიტანა თბილისისა და ბათუმის სამსონაიტის მაღაზიებში.
სამსონაითი გალერია მოლი
სამსონაითი სითი მოლი
სამსონაითი თბილისი
სამსონაითი გრანდ მოლი
სადაც მოხდება საგარანტიო ტალონის შევსება და საგრანტიო ბეჭდის დატანება. გაცვლა დაბრუნების ვადის გასვლიდან 1 თვის განმავლობაში. მხოლოდ ამ პროცედურის გავლის შემდეგ შეძლებთ გააქტიუროთ და მომავალში ისარგებლოთ საგარანტიო პირობებით.