გამოსაშვები საღამო - ის ერთი დღეა, რომლისგანაც გინდა ბევრი მოგონება დაგრჩეს და ამ ყველაფერს თუ ფოტოებიც დაამოწმებენ, მაშინ მას ვეღარაფერი დაუდგება წინ. 

თუ სკოლას ამ ზაფხულს დაამთავრე ან დიდი წვეულებისთვის ემზადები, დიდი შანსია კითხვა - “რას იცვამ გამოსაშვებზე?” - შენი ყოველდღიურობის ნაწილიც იყოს. 

ეს თითქოს შემაწუხებელი კითხვაა, მაგრამ მოდი, ვაღიაროთ: გამოსაშვები საღამო ის დღეა, როცა გინდა რომ ყოველ წამს ისმენდე - “ვაუ, ფანტასტიკურად გამოიყურები!”

არა იმიტომ რომ სხვა ხარ, უბრალოდ იმიტომ რომ დღეს შენი დღეა (და ღამეც!)

აირჩიე შენი მომენტი, აირჩიე შენი სტილი და აირჩიე დრესაპის მაღაზიები - შენი ჩაცმულობისთვის. 

ჩვენ რამდენიმე მიმართულება მოვამზადეთ მათთვის, ვისაც სურს გამოსაშვები საღამო დასამახსოვრებელი გახადოს.

აქ გთავაზობთ ჩანთებს, კაბებს, ფეხსაცმელს და აქსესუარებს - ყველაფერს, რაც საბოლოო ზარს მოჰყვება.

კაბების დროა - გოგონებო, სცენა თქვენია!

თუ გინდა ფერადიც იყო და ჰაეროვანიც:

Vero Moda-ს ყვითელი კაბა ჰაერივით მსუბუქია და მზესავით ანათებს. იდეალურია ღია სივრცეში გასამართი გამოსაშვებისთვის.

თუ ფიქრობ, რომ შენში ოდრი ჰეპბერნი უნდა აღმოაჩინო: 

GUESS - ADLE LACE NECKLINE LONG DRESS) - შავი ფერის კლასიკა, ოდნავ ვინტაჟური შარმი და( ელეგანტურობის 100%, რომელიც აუცილებლად გარანტირებულია. 

თუ გსურს კლასიკურ სტილს თანამედროვე შტრიხი შესძინო: 

CALVIN KLEIN - თეთრი მინიმალიზმი, რომელიც იდეალურად გამოხატავს ხასიათს.

თუ ქალურობას სიმკვრივე უხდება

GUESS - GWENDOLINE MAXI - მომდგარი, შავი, კლასიკური კაბა, რომელიც უკანა ხედსაც კი საუბრობს. 

თუ მიგაჩნია, რომ მარტივია - არ ნიშნავს უმნიშვნელოს

GUESS - SL BRIA DRESS - ღია მომწვანო ჩალისფერი კაბა, თითქოს სპეციალურად შენთვის შეიკერა.

გადადგი ნაბიჯი... სტილისკენ

თუ ბალერინა ფეხსაცმელები გიყვარს: 

CALVIN KLEIN - BALLERINA NEW BUCKLE - 

ტყავის, კომფორტული და თანაც დახვეწილი. მშვიდი ნაბიჯები, სილამაზე და ცეკვისთვის მზადყოფნა - ვუალა!

თუ გინდა ისეთი შთაბეჭდილება დატოვო თითქოს პირდაპირ პოდიუმიდან მოხვედი

3JUIN - მოყვითალო პრემიუმ-სანდლები, რომლებიც უყურადღებოდ არავის დარჩება!

თუ გინდა მთავარი ადამიანი იყო:   

GUESS - TUBULIER - შავი, მბზინავი დეტალებით გაფორმებული ფეხსაცმელი. შენ უნდა ანათებდე მთელ საღამოს! 

მეტი დეტალებისთვის: 

Guess-ის ჩანთების ორი განწყობა - ერთი მარტივი არჩევანისთვის

Marciano by GUESS - წითელი ჩანთა, რომელიც თვითონ გეუბნება -  “საღამოები ჩემთვისაა.”

GUESS - ZAMIRA HOBO SHOULDER - ყავისფერი, გესისთვის სახასიათო ფორმებით, თუ გინდა ჩაცმულობა ოდნავ უფრო დახვეწილი გახადო.

შეხედე ამ საღამოს განსაკუთრებული ხედვით: 

სათვალე არ არის მხოლოდ მზისთვის. სათვალე ეუბნება სამყაროს: “ დღეს ყურადღება ჩემკენ უნდა იყოს”.

GUESS-ის შავი, მინიმალისტური არჩევანი კლასიკური გადაწყვეტილებაა, Ferragamo - მოწითალო ელფერი კი ყველგან და ყოველთვის გამოგარჩევს.  

ჩვენი მაღაზიები მზად არის შენი ჩაცმულობის შესაქმნელად, შენ მხოლოდ არჩევანი უნდა გააკეთო! (ანუ მოკლედ რომ გითხრათ, ცეკვაზე და გართობაზე შენ იფიქრე, ჩაცმულობა კი მოგვანდე)

ბიჭებო, ახლა თქვენი დროა 

(დიდხანს ელოდით?!)

გამოსაშვები საღამო მხოლოდ კაბებისთვის არაა - კარგი მოგონებები ყველას ჭირდება. თუ ფიქრობ, რომ შენი ლუქი უბრალოდ პიჯაკი და ფეხსაცმელია, გეტყვი - ისინი იმაზე მეტს ქმნიან ვიდრე უბრალოდ ჩაცმულობას, ისინი არიან იმ კომფორტის მთავარი გმირები თუ როგორ დაგამახსოვრდება ეს ღამე.

პირველი ნაბიჯი: ფეხსაცმელი

თუ კლასიკა გიყვარს, მაგრამ მაინც გინდა შენი არჩევანი გამორჩეული იყოს:

GUESS-ის შავი ლოფერი - სიმარტივე და დახვეწილობა, უბრალოდ და კომფორტულად. 

თუ გინდა ცოტა მეტი ფორმალურობა და ცოტა მეტი იტალიური განწყობაც:

Ambitious-ის შავი ლოფერი - იდეალურია მათთვის, ვინც დეტალებზე აკეთებს აქცენტს.

თუ უფრო სპორტულ განწყობაზე ხარ 

Adidas Samba - პირდაპირ ფეხბურთის მინდვრიდანაა შთაგონებული.

ან იქნებ გინდა კლასიკასა და კედებს შორის ბალანსი?

Tommy Hilfiger-ის მუქი ლურჯი კედები საღამოსთვისაც გამოდგება და ცეკვებისთვისაც ანდაც Tommy Jeans-ის ღია ფერის კედები, რომლითაც ნამდვილად არ დარჩები შეუმჩნეველი.

უფრო შორს გახედვა: სათვალეები

Calvin Klein - მუქი ლურჯი სათვალე - იმ შემთხვევაში, თუ გინდა, რომ მთელი ღამე cool იყო (და ოდნავ იდუმალიც).

Calvin Klein - ყავისფერი ვინტაჟი. იმედია გახსოვს, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია.

Canada Goose - მეტი ექსპერიმენტებისთვის! (ოღონდ არ შეგეშინდეს ამ ნაბიჯის!)

მთავარი იარაღი:პიჯაკი

Tommy Hilfiger-ის ლურჯი ლინენის პიჯაკი - ზუსტად ის სუფთა და გრილი სტილია, რაც ზაფხულის ღამეს სჭირდება. ლინენი + კლასიკური ჭრა = ზაფხულის გმირი.

თუ გსურს პიჯაკისგან კომფორტი მიიღო - Selected მსუბუქი, სუფთა და კლასიკურია. 

ეს საღამო მხოლოდ შენია! შენ უნდა ანათებდე და შენ უნდა შექმნა ყველა ის მოგონება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე დაგამახსოვრდება! (აი ჩვენ კი, ჩვენ კი უბრალოდ გაგვიხარდება თუ რჩევებით ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარეთ) 

მოკლედ, დრესაპის მაღაზიებში ყველა ის ნივთი უკვე გელოდება, რომლითაც თავად შენ მოგელიან გამოსაშვებ საღამოზე! 

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას