იქ სადაც ქართული მოდის შექმნაზეა საუბარი, დრესაპის სახელის გაგონებაც არ იქნება რთული.
თუკი ისტორიულ ცნობებს დავეყრდნობით, რომელიც სტრაბონისა თუ კრისტოფერო დე კასტელის ჩანაწერებსაც მოიაზრებს, დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული წარმოება მე-5 საუკუნეში უკვე არსებობდა, რენესანსიც გაიარა და 2024 წლამდე, არასდროს შეუწყვეტია განვითარება.
დრესაპ ჯგუფი შექმნის დღიდან სავსეა იმ იდეებით, რომელიც ცდილობს საქართველოში დროის მიერ გამოცდილ რეალობას ეარსება. ბლოგის სათაურიდან კი მიხვდებოდით, ამ შემთხვევაში არც ქართული წარმოებაა გამონაკლისი.
ეს ამბავი ჯერ კიდევ „ფექთორისა“ და „ატრიოს“ მაღაზიებიდან დაიწყო, მომხმარებელთა და საკუთარი სურვილების შედეგად. ჩვენს პორტფოლიოში შემავალ ბრენდებში ხშირად შეხვდებოდით სხვადასხვა ქართველი დიზაინერის კოლექციებს. რამდენიმე მათგანი დედაქალაქური მოტივებით იყო გაჯერებული, რამდენიმეში ქართული ენის სიყვარული შეიმჩნეოდა. მახვილ თვალს კი არც კაკაბაძისეული თუ ახვლედიანისეული პეიზაჟები გამორჩებოდა, ისევე როგორც არ გამორჩებოდა მსოფლიო მოდის ქართველური თარგმანებსაც შეამჩნევდა.
რუსო დანელიასა და „ატრიოს“ კოლაბორაციაზე რას იტყოდით? ერთ-ერთ ინტერვიუში რუსუდანმა აღნიშნა „იმდენად მიყვარს ფეხსაცმელი, რომ ჩემი დამოკიდებულებიდან, პრინციპებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, მისთვის მხოლოდ კარგის გაკეთება შემიძლია, თუნდაც იმიტომ, რომ თითოეული მათგანი თავის დამოუკიდებელ ისტორიას და ამბავს ჰყვება.“
ეს ყოველივე კი იმ იდეას ემსახურება, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი გამქრალიყო, სწორედ ის სტერეოტიპი თითქოსდა მხოლოდ იტალიური ან ფრანგული ფეხსაცმელი შეიძლება გეცვას და თითქოს ქართულ წარმოებაში ასეთი ხარისხის აღმოჩენა შეუძლებელი იყოს. როდესაც კონკრეტულ მოდელზე მუშაობა იწყება, თითოეული დეტალი კარგად გაწერილი და დამუშავებულია. დამუშავება კი უცხო სიტყვა სულაც არ არის, რადგან ფეხსაცმლის ძირიდან დაწყებული, ყველა სხვა სამუშაო მასალა წარმოების მრავალ პროცესს გადის. მოკლედ და მარტივად, ATRIO X RUSO - თავის გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენებურ მოდაში, არჩევანი კი თქვენზეა!