Dressup.ge-ის 2024 წლის ზაფხულის კამპანია ორიენტირებულია ზაფხულის ერთ ჩვეულებრივ დღეზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული არაფრითაა, მაინც ატარებს თავისებურ, ზაფხულურ ჯადოსნურობას.
ამ კამპანიის ფარგლებში, გადავწყვიტეთ ჩამოვშორებოდით ქუჩის მოდას, რომელიც ყოველდღიურ, აქტიურ ცხოვრებაში არსებობს და შეგვექმნა ერთი ყველასთვის იდეალური, განტვირთვის დღე, რომელიც ქალაქის ჩქარი რითმის პირობებშიც შესაძლებელია, რომ შედგეს.