თანხმობა პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე Dressup ლოიალობის ბარათის გააქტიურებისას

შპს „თრეიდლაინ“-ის (ცნობილი, როგორც “Dressup Group”) (ს/კ: 203827449, მისამართი: დ. გამრეკელის N19, ოფისი N29. საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 032 2 38 48 68; ელ. ფოსტა: [email protected], პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თამუნა ქემერტელიძე, ტელ: +995 32 2 38 48 98 (0203), ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში კომპანია) მიერ წარმოებული “Dressup”-ის ლოიალური ბარათის მფლობელი ამ დოკუმენტის გაცნობაზე თანხმობის გაცემით ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას, გასცემს თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებს უფლებას შემდეგზე:

კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირების შემთხვევაში - პასპორტის ნომერი), სქესი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი და შესყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. მონაცემთა დამუშავება მოიცავს საქართელოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ მოქმედებას, როგორიც არის პერსონალური მონაცემების შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა და სხვ. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება, მონაცემები დაამუშავოს პროგრამული უზრუნველყოფის  გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო უფლებამოსილი თანამშრომლების, ასევე დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც არიან:

  1. შპს „ეფემჯი სოფტ“ (ს/კ: 404857455), ტელ: +995 32 2470600, ელ. ფოსტა: [email protected];
  2. შპს „ვიფიშერი“ (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556 (მომხმარებელთან საინფორმაციო ხასიათის კომუნიკაციის განხორციელების მიზნით)

დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა ჩამონათვალი შესაძლებელია დაექვემდებაროს განახლებას, რომელიც მყისიერად აისახება წინამდებარე პოლიტიკაში.

ამასთან, დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად.  მომხმარებლის პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე,   კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად. 

წინამდებარე დოკუმენტში ჩამოთვლილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის “Dressup” ლოიალობის ბარათით უზრუნველყოფის, მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების, მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის, ექსკლუზიური შეთავაზებებისა და “Dressup” ბარათთან დაკავშირებული საინფორმაციო ხასიათის SMS შეტყობინებების მიწოდების მიზნით. ამ მიზნების განსახორციელებლად შპს „თრეიდლაინ“-ი მომხმარებლებს აჯგუფებს გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას კომპანია იყენებს კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას კომპანია ითვალისწინებს კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში ეხმარება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, შპს „თრეიდლაინ“-ისგან მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

  1. რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი;
  2. ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროს შესახებ;
  3. მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ხოლო თუ კონკრეტული ვადის განსაზღვრა შეუძლებელია, ვადის განსაზღვრის კრიტერიუმების თაობაზე;
  4. “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ;
  5. მონაცემთა გადაცემის (მონაცემთა გადაცემა გულისხმობს მონაცემების გაზიარებას ან გადაცემას მესამე მხარისთვის) სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
  6. მონაცემთა მიმღების (მონაცემთა მიმღები არის ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელსაც მონაცემები გადაეცა, გარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა) ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა.
  7. ავტომატიზებული დამუშავების (დამუშავება ავტომატიზებული სისტემების (და არა ადამიანური რესურსის) გამოყენებით), მათ შორის, პროფაილინგის (პროფაილინგი გულისხმობს პერსონალური მონაცემების დამუშავებას მომხმარებლის პრეფერენციების, ქცევის ან ინტერესის ანალიზისა და პროგნოზისთვის) შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცემთა დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე.

მომხმარებელი უფლებამოსილია:

1. გაეცნოს მის შესახებ კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მონაცემთა გაცნობისთვის ან/და მონაცემთა ასლების გაცემისთვის:

  1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია საფასური;
  2. კომპანიის მიერ დადგენილია გონივრული საფასური შენახვის ფორმისგან განსხვავებული ფორმით მათი გაცემისთვის დახარჯული რესურსის ან/და მოთხოვნის სიხშირის გამო. 

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, გთხოვთ იხილოთ წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მომხმარებელი უფლებამოსილია გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

2. მოითხოვოს მის შესახებ მცადრი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected], მიუთითოს გასასწორებელ/განსანახლებელ მონაცემზე და კომპანიას მიაწოდოს ზუსტი განახლებული ინფორმაცია. მომხმარებელმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

3. მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის) შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. კომპანია უფლებამოსილია, უარი თქვას მომხმარებლის წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ: 

  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საფუძველი, რომელიც გათვალისწინებულია “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და მიუთითოს  შეწყვეტის/წაშლის/განადგურების მოთხოვნის მიზეზი (მაგ.: მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობის უკან გახმობა და სხვ.). მომხმარებელმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

4. მოითხოვოს მონაცემთა დაბლოკვა, რაც გულისხმობს მონაცემთა დამუშავების  დროებით შეჩერებას. მონაცემთა დამუშავების შეჩერება არ ეხება მონაცემთა შენახვის უფლებას.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და მიუთითოს  მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის მიზეზი (მაგ.: თუ მომხმარებელი სადავოს ხდის მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს, მოითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას/წაშლას/განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა ან არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა და სხვ.). მომხმარებელმა წერილს თან უნდა დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

5. მოითხოვოს მონაცემთა გადატანა, რაც გულისხმობს მომხმარებლის უფლებას, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, მიიღოს კომპანიისგან სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მექანიკურად წაკითხვადი ფორმატით მომხმარებლის მიერ მიწოდებული მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა შესაბამის მონაცემთა გადატანაზე შესაბამისი ადრესატის მითითებით კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

6. არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:

  1. ეფუძნება მონაცემთა სუბიექტის აშკარად გამოხატულ თანხმობას;
  2. აუცილებელია მონაცემთა სუბიექტსა და კომპანიას შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად;
  3. გათვალისწინებულია კანონით ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კომპანიის ელ. ფოსტაზე  [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

7. ნებისმიერ დროს, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე გამოიხმოს მის მიერ გაცემული თანხმობა იმავე ფორმით, რა ფორმითაც თანხმობა განაცხადა.

აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა უნდა გამოაგზავნოს წერილობითი მოთხოვნა თანხმობის გამოხმობაზე კომპანიის ელ. ფოსტაზე [email protected] და თან დაურთოს მისი პიროვნების დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა);

8. კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპანიის მიერ მომხმარებლის უფლებების და კანონით დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში.

გასათვალისწინებელია, რომ შპს „თრეიდლაინ“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდების, გაცნობისა და ასლის გაცემის, გასწორების, განახლების ან/და შევსების, გადატანის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების) შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვის ან/და წაშლის, თანხმობის გამოხმობის უფლებით სარგებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.

შპს „თრეიდლაინ“-ის მხრიდან მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაცული იყოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირების, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ყველა მონაცემი დაცულია უსაფრთხოების დონით, რაც საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალობას. მკაცრად კონტროლდება პერსონალური მონაცემებზე წვდომა და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალს აქვს დაშვება მომხმარებელთა მონაცემებზე, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები. კომპანია ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. მომხმარებლის პერსონალური მონაცემები არ იქნება გამჟღავნებული მესამე პირებისთვის მომხმარებლის წინასწარი ნებართვის გარეშე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.  

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ “Dressup” ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მესამე პირის მიერ ბარათის გამოყენებაზე. “Dressup” ბარათის დაკარგვისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიას ახალი ბარათის ასაღებად, რისთვისაც მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე დაკარგული ბარათის ნომერი ჩასწორდება ახალი, გასაცემი ბარათის ნომრით. გაუქმებულ ბარათზე დაგროვილი ქულები ახალ ბარათზე დაპორტირდება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს “Dressup” ბარათის გაუქმება და კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ამისათვის საჭიროა, მომხმარებელი გამოცხადდეს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიაში და კონსულტანტთან დააფიქსიროს ბარათის გაუქმების სურვილი. შპს „თრეიდლაინ“-ი ვალდებულია დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.

კომპანია იტოვებს უფლებას, ბარათზე თაღლითური სქემების/ოპერაციების შემჩნევის შემთხვევაში, ცალმხრივად გააუქმოს “Dressup” ბარათი.

შპს „თრეიდლაინ“-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ბარათის გააქტიურებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში და ბარათის გაუქმების შემდეგ მონაცემთა დამუშავება გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადიდან გამომდინარე, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში შეატყობინოს კომპანიას ტელეფონის ნომრის ცვლილება.

წინამდებარე კონფიდენციალურობის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „თრეიდლაინ“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება https://dressup.ge/dressupcard/-ზე. დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ მომხმარებლებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა აუცილებელია “Dressup” ბარათის გააქტიურებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელზე არ გაიცემა აღნიშნული ლოიალობის ბარათი და ვერ ისარგებლებს მისი ბენეფიტებით.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აქტიური ქმედებით თანხმობას განუცხადებს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე, შპს „თრეიდლაინ“-ი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტა. 

მარკეტინგული შეთავაზებების დაგზავნის მიზნით, კომპანიასთან ურთიერთობაში მყოფი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არის: 

1. შპს „ვიფიშერი“  (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556.

მომხმარებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს https://dressup.ge/dressupcard/-ზე (სადაც თანხმობას აცხადებს) შესაბამისი ღილაკის მონიშვნით ან შეტყობინების მიღებისას SMS OFF (SMS შეტყობინებებზე) ან/და UNSUBSCRIBE-ის (ელ. ფოსტით მიღებულ მარკეტინგულ შეთავაზებებზე) ფუნქციის გამოყენებით. 

თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელების ზემოთ მითითებული ნებისმიერი ფორმა/წესი არის უფასო.

მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან/და ელ. ფოსტის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ თანხმობის განცხადებიდან მთელ პერიოდში მანამ, სანამ მომხმარებელი თანხმობას არ გამოიხმობს. 

კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ფაქტის დაფიქსირებისას, კომპანია შეწყვიტავს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეტყობინებათა დაგზავნის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ გულისხმობს, რომ მომხმარებელს არ მიუვა საინფორმაციო სახის შეტყობინებები “Dressup” ბარათთან დაკავშირებით.

Dressup ბარათის პირობები

I საფეხური

0-500 ₾

ფასდაკლება: 0%

ქულა: 3%

II საფეხური

501-2000 ₾

ფასდაკლება: 5%

ქულა: 4%

III საფეხური

2001-5000 ₾

ფასდაკლება: 7%

ქულა: 5%

IV საფეხური

5001-10000 ₾

ფასდაკლება: 10%

ქულა: 5%

V საფეხური

10001+ ₾

ფასდაკლება: 10%

ქულა: 10%

1. ბარათის მიღება შესაძლებელია დრესაპის ნებისმიერ მაღაზიაში ან ონლაინ შოპინგისას 150 ან მეტი ლარიან შენაძენზე. ონლაინ შენაძენის შემთხვევაში მომხმარებელი ბარათს მიიღებს შეკვეთილ პროდუქციასთან ერთად

2. ბარათის ბენეფიტებით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს QR რეგისტრაცია და გაიაქტიუროს ბარათი.

3. დაგროვების სქემა მოიცავს საფეხურებს, როგორც ფასდაკლების, ისე ქულების. საფეხურები მოიცავს მომხმარებლის მიერ ჯამურად დახარჯულ თანხას, რაც გულისხმობს: 

  1. როდესაც მომხმარებელი შეძენისას ატარებს ლოიალობის ბარათს, მის მიერ გადახდილი თანხა უგროვდება ბალანსზე და ჯამურად გადახდილი თანხის შესაბამისად განესაზღვრება ლოიალობის საფეხური; 
  2. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ბარათი გაატაროს როგორც ახალი, ასევე ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას, რადგან მის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა განსაზღვრავს ლოიალობის საფურს;
  3. შესაბამისად თუ მომხმარებელს ჯამურად გადახდილი აქვს 500 ლარზე ნაკლები, იგი შეძლებს ისარგებლოს მხოლოდ 3%-იანი ქულების დაგროვების სისტემით;
  4. თუ მომხმარებელს ჯამურად დახარჯული აქვს 500-2000 ლარამდე, იგი შეძლებს ისარგებლოს როგორც 5%-იანი ფასდაკლებით, ისე 4% ქულების დაგროვებით.

4. ქულების დაგროვება შესაძლებელია დრესაპის ყველა მაღაზიაში და ონლაინ შენაძენისას.

5. ქულების დაგროვება და ბარათის ფასდაკლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ არაფასდაკლებულ პროდუქციაზე (არ ხდება: ფასდაკლებულ პროდუქციაზე, სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისას და დრესაპის სხვა მომსახურების სერვისებზე (სერვისები: მაისურების პრინტი, სამოსის გადაკეთება, ქარგვა, საგარანტიო მომსახურება ა.შ).

6. დრესაპ ბარათი არ ტარდება სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისას. შეძენილი სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდების შემთხვევაში, შენაძენზე შესაძლებელია გატარდეს ლოიალობის ბარათი ქულების დასაგროვებლად და ფასდაკლების მისაღებად.

7. დარიცხული ქულები აისახება მომენტალურად, თუმცა მისი გააქტიურება და გამოყენება შესაძლებელია 3 სამუშაო დღეში (თუ მოხდება შეძენილი პროდუქტის დაბრუნება 3 დღეზე ადრე ვადაში, ტრანზაქციის შესაბამისი ქულების ჩამოკლება მოხდება დაბრუნების მომენტში ბალანსზე არსებული ქულებიდან, რომელიც დაკორექტირდება 3 დღის ვადის ამოწურვის შემდგომ, ხოლო ონლაინის შემთხევაში 2 კვირის ვადაში).

8. დაგროვილი ქულების და საფეხურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც დრესაპის ყველა ფილიალში, ისე ონლაინ პირად კაბინეტში http://dressup.ge/dressupcard/. 

9. თუ მომხმარებლის ბარათი არ გამოყენებულა 24 თვის განმავლობაში,  მის მიერ დაგროვილი ქულების ანულირდება და ლოიალობის საფეხური დაუბრუნდება პირველ საფეხურს.

10. დაგროვილი ქულებით სარგებლობის ვადა არის 2 წელი. თუ მომხმარებელი 2 წლის განმავლობაში არ გახარჯავს მის მიერ დაგროვილ ქულებს, ქულები ანულირდება. 

11. გასაუქმებელი ქულებისა და ბენეფიტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს 1 თვით ადრე.

12. მაღაზიაში ქულების და ბარათის ფასდაკლების მისაღებად, ნებისმიერი შენაძენისას, თანხის გადახდამდე მომხმარებელმა უნდა წარადგინოს ბარათი სალაროსთან ან უბრალოდ უთხრას მაღაზიის თანამშრომელს თავისი პირადი ან დრესაპ ბარათის ნომერი. 

13. ონლაინ შენაძენისას ქულების და ბარათის ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა მიაბას ბარათი თავის ექაუნთს, "ჩემი დრესაპ ბარათი"-ის ველიდან.

14. მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, განხორციელდება დრესაპ ბარათზე დაგროვილი ქულების და ლოიალობის საფეხურის ანულირება. იმავე მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის ხელახლა გახსნის შემთხვევაში, გაუქმებულ (ძველ) ბარათზე დაგროვილი ქულები/ლოიალობის საფეხური არ ექვემდებარება განახლებას და პორტირებას.

15. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მესამე პირის მიერ ბარათის გამოყენებაზე. დრესაპ ბარათის დაკარგვისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიას ახალი ბარათის ასაღებად, რისთვისაც მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე დაკარგული ბარათის ნომერი ჩასწორდება ახალი, გასაცემი ბარათის ნომრით. გაუქმებულ ბარათზე დაგროვილი ქულები ახალ ბარათზე დაპორტირდება.

ქულების გახარჯვა

1. დრესაპის 1 ქულა = 1 ლარს. 

2. ქულების გახარჯვა შესაძლებელია ნებისმიერ პროდუქტზე დრესაპის ყველა ფილიალში, გარდა სასაჩუქრე ბარათებისა.

3. ონლაინ შენაძენისას ქულების გახარჯვა არ არის შესაძლებელი.

4. ქულების გახარჯვისას მომხმარებელი სარგებლობს ყველა მიმდინარე აქციით და გადასახდელი თანხა განისაზღვრება მისი საბოლოო ღირებულებიდან.

5. ქულების გახარჯვისთვის აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პოს-ტერმინალის ჩეკზე მოაწეროს ხელი. გაცნობებთ, რომ თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, ისევე როგორც მომხმარებლის უფლებების და გარანტიების დაცვის მიზნით, მაღაზიის თანამშრომელი გადაიღებს ქულების გასახარჯად წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს, რომელიც შეინახება კომპანიაში 6 (ექვსი) თვის განმავლობაში და უზრუნველყოფილი იქნება მისი კონფიდენციალობის, მთლიანობის და ხელმისაწვდომობის დაცვა ყველა საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებით Dressup ბარათის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის მიხედვით. დეტალური ინფორმაციისთვის, თუ როგორ ვამუშავებთ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, ამ უკანასკნელის დაცვის გარანტიებსა და მომხმარებლის უფლებების შესახებ იხილეთ Dressup ბარათის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა, რომელიც სრულად ვრცელდება წინამდებარე შემთხვევაზე. მომხმარებლის მიერ ქულების გახარჯვისთვის წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენა გულისხმობს თანხმობას წინამდებარე პუნქტში გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავებაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარმოდგენის გარეშე ვერ განახორციელებთ ქულების გახარჯვას.

6. ქულებით გადახდისას უნდა მოხდეს სრული ღირებულების ქულით გადახდა.

7. ქულებით შეძენილი პროდუქტების დაბრუნება არ ხდება.

8. ქულებით შეძენილი პროდუქტის გადაცვლაზე მოქმედებს სტანდარტული პირობები:

  1. გაცვლა შესაძლებელია იმავე ფასიან ან უფრო მაღალ ფასიან პროდუქციაზე (მაღალფასიანში გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელმა სხვაობა აუცილებლად უნდა დაფაროს ქულების საშუალებით).

9. ქულებით შეძენილ პროდუქციაზე ქულები არ გროვდება.

10. მომხმარებლის მიერ ქულების გადახარჯვისას (იმაზე მეტი ქულების დახარჯვისას, რაც მომხმარებელს ბარათზე აქვს), მომხმარებელი ვალდებულია ამგვარი ხარვეზის შესახებ აცნობოს კომპანიას. თუ დადგინდა, რომ გახარჯვის მომენტში მომხმარებელს არ ჰქონდა საკმარისი ქულები და მათი გადახარჯვის მიზეზი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, გადახარჯული ქულები დაიფარება მომდევნო გადახდებით დაგროვილი ქულების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, მოხდება ინდივიდუალი შემთხვევის შესაბამისი განხილვა

11. დრესაპ ბარათის წინამდებარე პირობები შესაძლებელია შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. დრესაპ ბარათის პირობებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ აისახება დრესაპ ბარათის პირობებში როგორც www.dressup.ge-ის პლატფორმაზე, ასევე https://dressup.ge/dressupcard/-ზე. დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ მომხმარებლებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას