ცოტა ხნის წინ, დრესაპ ჯგუფის პორტფოლიოს კიდევ ერთი ახალგაზრდობით, თბილისით და მეგობრული ემოციებით გაჯერებული პროექტი შეემატა. ამ ვიდეო და ფოტო კამპანიაში ყველაფერს აღმოაჩენთ, რაც შეიძლება Vans-ზე გაგახსენდეს ადამიანს - მოგონებებს, სკეიტბორდინგს, კომფორტს, ღიმილით სავსე სახეებს და ენერგიას, იმ ენერგიას, რომელიც საჭიროა რომ საზღვრებს გადააბიჯო.
თბილისის ქუჩებს ალბათ იცნობდით, მაგრამ თუ ამ ბრენდთან დაკავშირებული მოგონებები თქვენთვის უცნობად რჩება, დროა თქვენს გარდერობს გადახედოთ. „ვანსებიც“ ხო მხოლოდ სკეიტბორდინგი არ არის… რაღაც განსაკუთრებული ამბავი ხდება ყოველთვის, როდესაც უბრანულ არქიტექტურას ლეგენდად ქცეული მოდელები ერწყმიან.
ეს კამპანია არ იყო მხოლოდ გადაღება და არც შემთხვევით შეგვირჩევია თითოეული გმირი. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოში სკეიტბორდის ტურნირი გაიმართა, რომელიც Vans-ისა და შესაბამისად დრესაპ ჯგუფის მხარდაჭერით ჩატარდა. ამ ტურნირის მონაწილეები და რამდენიმე გამარჯვებული ჩვენს კამპანიაშიც გამოჩნდა - ჩვენი იდეა კი ახალი თაობისთვის შთაგონების წყაროს მიცემაა. კამპანიის სლოგანიც
„გადააბიჯე საზღვრებს!“ ხომ ამას ემსახურება, იპოვო ლიმიტები, რომელიც სამყარომ განზრახ ან შემთხვევით დაგიწესა და გადააბიჯო მათ, რათა საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია აღმოაჩინო. სუბკულტურების მნიშვნელობასა და განვითარებაზე კი დრესაპ ჯგუფი ყოველთვის ზრუნავდა და უახლოეს მომავალშიც არაერთი პროექტია დაგეგმილი.