იქ სადაც ქართული მოდის შექმნაზეა საუბარი, დრესაპის სახელის გაგონებაც არ იქნება რთული. 

თუკი ისტორიულ ცნობებს დავეყრდნობით, რომელიც სტრაბონისა თუ კრისტოფერო დე კასტელის ჩანაწერებსაც მოიაზრებს, დადასტურებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული წარმოება მე-5 საუკუნეში უკვე არსებობდა, რენესანსიც გაიარა და 2024 წლამდე, არასდროს შეუწყვეტია განვითარება. 

დრესაპ ჯგუფი შექმნის დღიდან სავსეა იმ იდეებით, რომელიც ცდილობს საქართველოში დროის მიერ გამოცდილ რეალობას ეარსება. ბლოგის სათაურიდან კი მიხვდებოდით, ამ შემთხვევაში არც ქართული წარმოებაა გამონაკლისი. 

ეს ამბავი ჯერ კიდევ „ფექთორისა“ და „ატრიოს“ მაღაზიებიდან დაიწყო, მომხმარებელთა და საკუთარი სურვილების შედეგად. ჩვენს პორტფოლიოში შემავალ ბრენდებში ხშირად შეხვდებოდით სხვადასხვა ქართველი დიზაინერის კოლექციებს. რამდენიმე მათგანი დედაქალაქური მოტივებით იყო გაჯერებული, რამდენიმეში ქართული ენის სიყვარული შეიმჩნეოდა. მახვილ თვალს კი არც კაკაბაძისეული თუ ახვლედიანისეული პეიზაჟები გამორჩებოდა, ისევე როგორც არ გამორჩებოდა მსოფლიო მოდის ქართველური თარგმანებსაც შეამჩნევდა. 

რუსო დანელიასა და „ატრიოს“ კოლაბორაციაზე რას იტყოდით? ერთ-ერთ ინტერვიუში რუსუდანმა აღნიშნა „იმდენად მიყვარს ფეხსაცმელი, რომ ჩემი დამოკიდებულებიდან, პრინციპებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, მისთვის მხოლოდ კარგის გაკეთება შემიძლია, თუნდაც  იმიტომ, რომ თითოეული მათგანი თავის დამოუკიდებელ ისტორიას და ამბავს ჰყვება.“

ეს ყოველივე კი იმ იდეას ემსახურება, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპი გამქრალიყო, სწორედ ის სტერეოტიპი თითქოსდა მხოლოდ იტალიური ან ფრანგული ფეხსაცმელი შეიძლება გეცვას და თითქოს ქართულ წარმოებაში ასეთი ხარისხის აღმოჩენა შეუძლებელი იყოს. როდესაც კონკრეტულ მოდელზე მუშაობა იწყება, თითოეული დეტალი კარგად გაწერილი და დამუშავებულია. დამუშავება კი უცხო სიტყვა სულაც არ არის, რადგან ფეხსაცმლის ძირიდან დაწყებული, ყველა სხვა სამუშაო მასალა წარმოების მრავალ პროცესს გადის. მოკლედ და მარტივად, ATRIO X RUSO - თავის გამორჩეულ ადგილს იკავებს ჩვენებურ მოდაში, არჩევანი კი თქვენზეა! 

„გამარჯობა, ეს კი სავალია“ 

სიტყვა გამარჯობა კი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება „სავალისთვის“. შესაბამისად, მჯერა, ვერც იმით გაგაკვირვებთ თუ გეტყვით, ATRIO X RUSO-სთან ერთად და ჩვენს მაღაზიებში „სავალსაც“ რომ შეხვდებით. „სავალი“ ხომ საერთოდაც ქართული გარემოსთვისაა შექმნილი და ყოველთვის მაღალი ხარისხსა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე აკეთებდა არჩევანს. დარგის წამყვან პროფესიონალებთან კოლაბორაცია კი უმნიშვნელოვანესია. სწორედ ასე ყალიბდება ხელნაკეთი ოსტატობის კულტურა, რაც თითოეულ დეტალს ყველასათვის მიმზიდველს ხდის. ამ ყველაფერს კი წინ ერთი ამბავი უდგას სათავეში.

მიუხედავად იმისა, რომ „სავალი“ ბევრად უფრო ყოველდღიური სტილის ფეხსაცმელს წარმოადგენს, ამ შემთხვევაშიც დიდი როლი ეთმობა ინდივიდუალიზმს. შეიძლება ითქვას კიდეც, ბრენდის თითოეული ფეხსაცმელი კონკრეტული ადამიანისთვისაა შექმნილი. ექსკლუზიური დიზაინი და მცირე რაოდენობით წარმოებული, ხელნაკეთი კოლექციები, მხოლოდ ერთი, ან რამდენიმე ადამიანისთვის ტოვებს ნაკვალევს ჩვენს ქუჩებში. 

ისიც გაინტერესებს საიდან იღებს რუსო დანელია ინსპირაციას? ეს მარტივია, პირველ რიგში ფეხსაცმლის სიყვარულისა და შექმნის 25 წლიანი გამოცდილებიდან. მეორე მიზეზად საქართველოც გვევლინება, თუმცა ორივე მათგან აქამდეც მიხვდებოდით, ამიტომაც უფრო მეტს გიამბობთ. ყველა ის ტრენდი, რომელსაც 2024/25 წლებში შეიძლება გადააწყდეთ, ბრენდების კოლექციებშიც მოიყრის თავს. შემოდგომა/ზამთრისთვის კი ტენდენციები მრავლადაა, იქნება ეს ბორდოსფერისა თუ მწვანის აქტიური გამოყენება. 

(მე კი როგორც ამ ბლოგის ავტორს, ყველაზე მეტად ორი რამ მომწონს „სავალის“ და „ატრიო | რუსოს“ კოლექციებში. მათში მე ვხედავ პირდაპირ მესიჯს, რომელიც თითქოს გვეუბნება - აი ეს, კონკრეტულად ეს მოდელი მხოლოდ შენ გექნება და იცოდე კარგად უნდა მოუფრთხილდე და იამაყოო. მეორე კი ზემოხსენებული ინსპირაციების ნაზავია - ზუსტად ის წერტილი, სადაც ქართული განცდა მსოფლიო მოდის ტრენდებთან იკვეთება)

ქართული წარმოების ხელშეწყობა მუდმივად წარმოადგენდა „დრესაპ ჯგუფის“ მიზანს. ეს ამბავი კი დასაწყისიდან დღემდე უცვლელია და ერთ, კონკრეტულ და მნიშვნელოვან ხაზს მიყვება - მუდმივი განვითარება, მუდმივი სიახლეები, მასშტაბური იდეები და საქართველო, რომელშიც თითოეულ ჩვენგანს საერთაშორისო ბრენდებისა და მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება შეეძლება. „ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ქართულს“. ეს სიტყვები „დრესაპ ჯგუფის“ იდეოლოგიაა და მუდმივად თან სდევს თითოეულ პროცესს, ამ ამბის ჭეშმარიტებას კი ბლოგის კითხვისასაც მიხვდებოდით. 

ფეხსაცმლის საწარმოში მას შემდეგ, რაც აქტიური მუშაობის პროცესი დაიწყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი გამოირკვა. პირველ რიგში ეს ინფრასტრუქტურა და იდეალურად შერჩეული გუნდია. სწორედ ეს ყოველივე გარდაქმნის სამსახურებრივ საქმიანობას ეფექტურ და კომფორტულ სივრცედ. თუმცა, ერთია საწყისი ეტაპი, მაგრამ აუცილებელია განვითარება და ყოველ წამს ახალი გზის ძიება ნებისმიერ პროექტზე მუშაობისას. (ისე კი გეტყვით, იმ დროსი რა გითხრათ, მაგრამ ბლოგის დაწერამდე სამუშაო სივრცეს ვესტუმრე. ცოტათი გამიკვირდა კიდეც ასეთი მოწესრიგებული როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სამუშაო პროცესი. იქვე ადგილ-ადგილ ძველი Levi’s-ის ვიტრინები თუ თაროები, რომ თავიანთ ამბებს ჰყვებოდნენ მაგას კი სხვა ბლოგში გაეცანით!) 

ყოველწლიურად გამართულ სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე სტუმრობა უკვე ტრადიციად იქცა. ფესტივალებზე კი ერთბაშად ბევრი რამე იყრის თავს. ერთია თავად ჩასული სტუმრები, მეორე კი ის მრავალფეროვანი, ფერად-ფერადი და სხვადასხვაგვარი ტყავი, ტექნიკა თუ სხვა. შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის მასალის შერჩევაზე პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რუსო დანელიას წინამძღოლობით. მეორე მხრივ კი მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიებთან, ზემოხსენებული განვითარებისთვის, საჭირო კომუნიკაცია მყარდება. 

ეს ყველაფერი, თითოეული გამოცდილება, თითოეული ხედვა, აქაური თუ იქაური, საბოლოო ჯამში საქართველოში იყრის თავს. ჯერ შემოქმედთა გონებაში, შემდეგ ფურცლებზე, დიალოგებში თუ სატელეფონო საუბრებში… დოკუმენტებსა და ნახაზებში მუშავდება და კარგად დაგეგმილ ერთ დიდ პროცესს გადის. შემდეგ უკვე წარმოება იწყება, მოჭრა და დაჭრა, შემდგომ შეერთება და შექმნა. არჩევა და შერჩევაც არ უნდა გამოგვრჩეს. მაღაზიებში გამოფენასაც ხომ თავისი წვლილი მიუძღვის. თქვენ კი ჩემო მკითხველო, რას ფიქრობთ, ყიდვის გარდა - რაღა დაგრჩენიათ?

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას