დრესაპ ჯგუფი შექმნის დღიდან სავსეა იმ იდეებით, რომელიც ცდილობს საქართველოში არსებობდეს და იქმნებოდეს ყველაფერი ის, რაც დრომ უკვე გამოცადა ან ახლა უწყობს დიდ გამოცდას თანამედროვე მოდაში. დღევანდელ ბლოგში ყველა იმ ‘ქართულ’ ამბებზე და გზებზე მოგითხრობთ, რომელიც დრესაპმა 30 წლის განმავლობაში გამოიარა! 

ქართული ამბები კი ყოველთვის აღმაფრთოვანებელია. დრესაპიც ამ გამორჩეული იდეითაა სავსე და სწორედ ამიტომაც ყოველთვის გვახარებს, როდესაც რაღაც ჩვენებურ ამბებს ვქმნით, მოსათხრობი კი მართლაც რომ საამაყოდ ბევრია! 

ქართული წარმოება და ქართული მოდა 

ეს ამბავი ჯერ კიდევ ‘ფექთორისა’ და ‘ატრიოს’ მაღაზიებიდან უნდა დავიწყოთ. ჩვენს პორტფოლიოში შემავალ მაღაზიებში ხშირად შეხვდებოდით სხვადასხვა ქართველი დიზაინერის კოლექციებს. არაერთი შემთხვევა არსებობს, როდესაც ბაზარზე სულ ახლახან გამოჩენილი ქართული ბრენდი ჩვენთან ერთად დგამდა პირველ ნაბიჯებს. რამდენიმე მათგანი დედაქალაქური მოტივებით იყო გაჯერებული, რამდენიმე მათგანში ქართული ენის სიყვარული შეიმჩნეოდა. მაგრამ მახვილ თვალს ხომ არც კაკაბაძისეული თუ ახვლედიანისეული პეიზაჟები გამორჩებოდა…

„სავალი“ და “ატრიო | რუსო“ - რუსო დანელიას ხელწერით შექმნილი ორი ბრენდი, რომელიც უკვე წერს თავის ისტორიას ქართულ მოდაში, ჩვენ კი გულწრფელად გვიხარია, რომ ამ ყველაფერში დრესაპს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. 

ორივე ბრენდის შექმნის პროცესი საინტერესოა:

  1. რუსო დანელიას საქართველოთი და ინდივიდუალიზმით შთაგონებული ხედვა

  2. საერთაშორისო გამოფენები, რადგან იდეალური ხარისხის მასალა აღმოვაჩინოთ 

  3. დაზგები, ჭრები, მიკერებები, გამორღვევები, ისევ დაკერებები და კიდევ მრავალი გარდაუვალი პროცესი ფეხსაცმლის შესაქმნელად! 

  4. ფეხსაცმლის ხელით შეკერვა, პროფესიონალიზმი

  5. საბოლოო პროდუქტი, ხელოვნება

მაგრამ ეს მხოლოდ ამ ბლოგში თუ ჟღერს ასე მარტივად, თითოეული მოდელის შექმნაში უდიდესი ენერგია იდება. დრესაპის საწარმოს ყველა თანამშრომელი საკუთარ მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ქუჩებში თამამად დავაბიჯებდეთ ქართული ფეხსაცმლით! 

ფერეიდანი საქართველოში! 

მეორე ამბავი ფერეიდნელებზე უნდა მოგიყვეთ. ალბათ თქვენც გაგიჩნდებოდათ კითხვა დრესაპი და ფერეიდანი რით უკავშირდებაო, მაგრამ…

ჩვენთან, დრესაპში, მცირე ფერეიდანს, უფრო ზუსტად კი „მარტყოფს“ აღმოაჩენთ. ეს ამბავი ერთი შემთხვევითი შეხვედრიდან იწყება და შემდგომ და შემდგომ ღრმად იტოტება. თითოეულ ტოტს კი თავისებურად ლამაზი და თან ბედნიერების ცრემლნარევი ისტორია მოჰყვება. 

წლების წინ დრესაპ ჯგუფმა იმ პროექტის სპონსორობა ითავა, რომლის ფარგლებშიც ფერეიდანში მცხოვრები ქართველები, ისტორიულ მიწა-წყალს უნდა დაბრუნებოდნენ - ეს ურთიერთობა კი დღემდე გრძელდება. ჩვენს ფილიალებში არაერთ ფერეიდნელს შეხვდებით, საკუთარი ქართველობით კი ნამდვილად შეუძლიათ, გაგაოცონ. 

ამ მეგობრობას კიდევ ‘ჩვენებური’ ამბავიც ამტკიცებს. 2024 წლის დასაწყისში დრესაპ ჯგუფი სამოყვარულო გუნდის - ‘ფესვების’ სპონსორი გახდა, რომელიც ‘მასტერ ლიგაში’ ასპარეზობს და ადგილობრივებითა თუ სამშობლოში დაბრუნებულებითაა დაკომპლექტებული.

#არაბარბარიზმებს

მესამე ამბავი ბარბარიზმებთან ბრძოლის გარეშე ვერ ჩაივლიდა! 

ჩვენ 2019 წლიდან ვმეგობრობთ თინათინ მარგალიტაძესთან, ვმეგობრობთ და ეს მეგობრობა მშობლიური ენის სიყვარულითაა გაჯერებული. მოძრაობის მთავარი მიზანია შექმნას უწყვეტი ჯაჭვი, რომელიც უფრო და უფრო გააჯანსაღებს ენას.  

ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში უამრავ საინტერესო პროექტს ჩაეყარა საფუძველი: შეიქმნა ბარბარიზმების ლექსიკონი, ჩატარდა კონკურსი „გავუფრთხილდეთ მშობლიურ ენას“, გაიმართა საჯარო ლექციები… ამ სიაში ჯერ კიდევ ბევრი ადგილია თავისუფალი, თუმცა ეს სწორედაც, რომ იმ საქმეების კრებულია, რომელიც ენას სიცოცხლეს უნარჩუნებს. მოძრაობამ თავისი ქმედებით უკვე „ჩახერგა გზები უკან დასახევი“, ამ სიტყვებს კი სიტყვებიდან მტრის განდევნაც უნდა უძღოდეს!

ქართული თეატრი

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი მაღაზიის ვიტრინებიდან ტანსაცმელი თეატრის სცენაზე აღმოჩნდა. Theatre Factory 42-ში - ლევან წულაძის დადგმის „ბენზინგასამართი სადგური“ მონაწილეები ჩვენი ბრენდებით წარსდგნენ და სწორედ ასე ჩაეყარა ახალ მეგობრობას საფუძველი. 

ეს კიდევ ერთი ახალი ფესვია იმ ამბების, რომლის ქართულობაზეც ბლოგის განმავლობაში მოგითხრეთ. დრესაპისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს თანამშრომლობა, რადგან გვსურს, ქართული თეატრის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ! 

გადაღებები ‘დრესაპულად’! 

გასული წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი კამპანია შევქმენით. ბრენდები მრავლად იყვნენ, გადაღებების მონაწილეები კი სხვა და სხვა სფეროდან, სხვადასხვა განწყობის შექმნაში გვეხმარებოდნენ. 

სავალი - ვიდეოკამპანია

ალბათ არ გაგიკვირდებათ ამ ამბის - ქართული ბრენდითა და ქართული კამპანიით დაწყება. ყველა განწყობა, რომელსაც სავალით გადადგმული ნაბიჯებისას იგრძნობ ამ ერთ ვიდეოშია თავმოყრილი. 

Vans - გადააბიჯე საზღვრებს

2024 წლის მიწურულს ჩვენს ახალგზარდა მეგობრებთან ერთად ქუჩის სტილით გაჯერებული კამპანია შევქმენით. სკეიტბორდინგის მოყვარული ახალგზარდები, თბილისის ქუჩები, მხიარულობა, მოგონებები, გადაბიჯებული საზღვრები - და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ ვანსები, ვანსები და ვანსები! 

Adidas - ქუჩის ლეგენდა და ქუჩის ლეგენდა! 

ქართული ჰიპ-ჰოპის გამორჩეულ წევრზე რას იტყოდით? და იმაზე რა აზრის ხართ, როდესაც ქუჩის სტილის გამორჩეულ ბრენდს ხვდება? და თუ ორივე ‘სუპერსტარია? დიახ, დიახ, ტაჰა და ადიდასი! 

ატრიო|რუსო

და ალბათ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ კამპანიების ამბავს ქართული ბრენდით დავასრულებთ. მაინც სულ სხვაა, როდესაც რუსო დანელიას ხელწერა, პრემიუმ განწყობით გვესაუბრება! 

სხვა კამპანიები მცირე-მცირედ 

დრესაპის კამპანიები მხოლოდ ფოტოები ან ‘ლუქბუქები’ არასდროს ყოფილა - ეს იყო და დღემდე არის ადამიანური ისტორიები და რაღაც, რაც ინდივიდუალურ სტილს ეხმიანება. 

სწორედ ისეთი, როგორც ელენე ღაღანიძე იყო CK-ს გადაღებაზე - სუფთა, ნატიფი და ზუსტად იმდენად გამორჩეული, რომ მინიმალიზმი ამოსუნთქვაშიც კი იგრძნობოდა. 

სხვადასხვა დროს ქართველი რაგბისტები გამოჩნდენ Jack & Jones-ისა და Calvin Klein-ის ფოტოგადაღებებში. 

ტატო რუსიამ, მიშო ელიავამ და ნატალი ნაყოფიამ კი ტომი ჯინსთან ერთად ქაოსური ფონი და ქუჩის სტილი გააცოცხლეს. კომბინაცია, რომელიც ძალიან თბილისურია და მხოლოდ ჩვენ შეიძლება მოგვეთხრო. 

იყო 4D Monster Lobsters ვანსთან ერთად… ქუჩის სტილს კი თემურიკო დიასამიძეს ვიდეო-გადაღებაც ეხმიანებოდა ლივაისთან ერთად - ერთი პატარა ფილმი ურბანულობისა და მუსიკის შესახებ.

ჩვენთან ზურა ხიზანიშვილსა და სალომე ღვინიაშვილს ოჯახურ პორტრეტებსაც შეხვდებოდით, რაც ტომი ჰილფიგერის გლობალურ კამპანიას ეხმიანებოდა. 

მოგზაურობის მოყვარული ძმები არველაძეები კი Samsonite-ს ჩანთებთან ერთად შეგვეძლო გვეხილა. 

ბოლოს 'სავალის',’ფექთორის’, ‘ატრიოსა’ და ‘დრესაპ ბარათის’ - კამპანიებიც უნდა ვახსენოთ, რომელშიც ყველაფერი ქართული და ყველაფერი უფრო მეტად ‘დრესაპულია’. აქ ყველა კადრი თან ამბავია და თან ნაბიჯები – ნაბიჯები ქართული მოდისკენ, რომელსაც თან ვქმნით, თან მოგითხრობთ.

ბოლოთქმად

დრესაპის ამბავი უბრალოდ მოდით არ სრულდება - ეს ისტორიაა იმაზე, როგორ შეიძლება კომერციული სივრცე გადაიქცეს პლატფორმად, რომელიც მხარს უჭერს ყველაფერს ადგილობრივს, ხედავს და ქმნის იმას, რაც ერთდროულად თანამედროვეცაა და ძალიან „ჩვენებურიც“. თუ თქვენ ფიქრობთ ყველა ეს თემა, პროექტი, კამპანია და კოლაბორაცია, რომ რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთ საერთო იდეას ეყრდნობა - მოდა გვაჩვენებს არა მხოლოდ ვინ ვართ, არამედ ვინ გვინდა, რომ ვიყოთ. ამიტომაც, დრესაპის 30-წლიანი მოგზაურობა დღესაც გრძელდება - იმავე ენთუზიაზმით, იმავე სურვილით და იმავე ‘დრესაპული’ ხასიათით, რომ ქართულობა არც არქივში დარჩეს და არც ქუჩებში დაიკარგოს.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას