გადაღებები ‘დრესაპულად’!
გასული წლების განმავლობაში არაერთი ადგილობრივი კამპანია შევქმენით. ბრენდები მრავლად იყვნენ, გადაღებების მონაწილეები კი სხვა და სხვა სფეროდან, სხვადასხვა განწყობის შექმნაში გვეხმარებოდნენ.
სავალი - ვიდეოკამპანია
ალბათ არ გაგიკვირდებათ ამ ამბის - ქართული ბრენდითა და ქართული კამპანიით დაწყება. ყველა განწყობა, რომელსაც სავალით გადადგმული ნაბიჯებისას იგრძნობ ამ ერთ ვიდეოშია თავმოყრილი.
Vans - გადააბიჯე საზღვრებს
2024 წლის მიწურულს ჩვენს ახალგზარდა მეგობრებთან ერთად ქუჩის სტილით გაჯერებული კამპანია შევქმენით. სკეიტბორდინგის მოყვარული ახალგზარდები, თბილისის ქუჩები, მხიარულობა, მოგონებები, გადაბიჯებული საზღვრები - და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ ვანსები, ვანსები და ვანსები!
Adidas - ქუჩის ლეგენდა და ქუჩის ლეგენდა!
ქართული ჰიპ-ჰოპის გამორჩეულ წევრზე რას იტყოდით? და იმაზე რა აზრის ხართ, როდესაც ქუჩის სტილის გამორჩეულ ბრენდს ხვდება? და თუ ორივე ‘სუპერსტარია? დიახ, დიახ, ტაჰა და ადიდასი!
ატრიო|რუსო
და ალბათ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ კამპანიების ამბავს ქართული ბრენდით დავასრულებთ. მაინც სულ სხვაა, როდესაც რუსო დანელიას ხელწერა, პრემიუმ განწყობით გვესაუბრება!
სხვა კამპანიები მცირე-მცირედ
დრესაპის კამპანიები მხოლოდ ფოტოები ან ‘ლუქბუქები’ არასდროს ყოფილა - ეს იყო და დღემდე არის ადამიანური ისტორიები და რაღაც, რაც ინდივიდუალურ სტილს ეხმიანება.
სწორედ ისეთი, როგორც ელენე ღაღანიძე იყო CK-ს გადაღებაზე - სუფთა, ნატიფი და ზუსტად იმდენად გამორჩეული, რომ მინიმალიზმი ამოსუნთქვაშიც კი იგრძნობოდა.
სხვადასხვა დროს ქართველი რაგბისტები გამოჩნდენ Jack & Jones-ისა და Calvin Klein-ის ფოტოგადაღებებში.
ტატო რუსიამ, მიშო ელიავამ და ნატალი ნაყოფიამ კი ტომი ჯინსთან ერთად ქაოსური ფონი და ქუჩის სტილი გააცოცხლეს. კომბინაცია, რომელიც ძალიან თბილისურია და მხოლოდ ჩვენ შეიძლება მოგვეთხრო.
იყო 4D Monster Lobsters ვანსთან ერთად… ქუჩის სტილს კი თემურიკო დიასამიძეს ვიდეო-გადაღებაც ეხმიანებოდა ლივაისთან ერთად - ერთი პატარა ფილმი ურბანულობისა და მუსიკის შესახებ.
ჩვენთან ზურა ხიზანიშვილსა და სალომე ღვინიაშვილს ოჯახურ პორტრეტებსაც შეხვდებოდით, რაც ტომი ჰილფიგერის გლობალურ კამპანიას ეხმიანებოდა.
მოგზაურობის მოყვარული ძმები არველაძეები კი Samsonite-ს ჩანთებთან ერთად შეგვეძლო გვეხილა.
ბოლოს 'სავალის',’ფექთორის’, ‘ატრიოსა’ და ‘დრესაპ ბარათის’ - კამპანიებიც უნდა ვახსენოთ, რომელშიც ყველაფერი ქართული და ყველაფერი უფრო მეტად ‘დრესაპულია’. აქ ყველა კადრი თან ამბავია და თან ნაბიჯები – ნაბიჯები ქართული მოდისკენ, რომელსაც თან ვქმნით, თან მოგითხრობთ.
ბოლოთქმად
დრესაპის ამბავი უბრალოდ მოდით არ სრულდება - ეს ისტორიაა იმაზე, როგორ შეიძლება კომერციული სივრცე გადაიქცეს პლატფორმად, რომელიც მხარს უჭერს ყველაფერს ადგილობრივს, ხედავს და ქმნის იმას, რაც ერთდროულად თანამედროვეცაა და ძალიან „ჩვენებურიც“. თუ თქვენ ფიქრობთ ყველა ეს თემა, პროექტი, კამპანია და კოლაბორაცია, რომ რაღაცით ერთმანეთს ჰგავს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთ საერთო იდეას ეყრდნობა - მოდა გვაჩვენებს არა მხოლოდ ვინ ვართ, არამედ ვინ გვინდა, რომ ვიყოთ. ამიტომაც, დრესაპის 30-წლიანი მოგზაურობა დღესაც გრძელდება - იმავე ენთუზიაზმით, იმავე სურვილით და იმავე ‘დრესაპული’ ხასიათით, რომ ქართულობა არც არქივში დარჩეს და არც ქუჩებში დაიკარგოს.