უკვე გაქვს ანგარიში?

გაიარე ავტორიზაცია Facebook-ით, Google-ით ან ელ-ფოსტით და დაიწყე შოპინგი!

ახალი მომხმარებელი ხარ?

Dressup.ge-ზე რეგისტრაცია მარტივია და მოსახერხებელი. შეგიძლია Facebook-ით, Google-ით ან სტანდარტული რეგისტრაციით შექმნა ანგარიში. ამისთვის დაგჭირდება:

  • ელ-ფოსტა
  • სახელი
  • გვარი
  • პირადი ნომერი (11 ციფრი)
  • პაროლი

გსურს პირველმა შეიტყო ექსკლუზიური აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ? მონიშნე შესაბამისი ველები რეგისტრაციისას და ჩვენ მხოლოდ საინტერესო შეთავაზებებით დაგიკავშირდებით!

როგორ შევიძინო პროდუქცია?

Dressup.ge - ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard, და Amex ბარათის მეშვეობით.

გარდა ამისა, შესყიდვა შესაძლებელია საქართველოს ბანკის განვადების გამოყენებით, ასევე ერთგული და პლიუს ქულებით.

საიტიდან პროდუქციის შესაძენად საჭიროა, მიუთითოთ თქვენი პირადი მონაცემები და მისამართი. შესყიდვის გაკეთებისას, საჭიროა პირადი საიდენტიფიკაციო ნომრის (პასპორტის ნომერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში) მითითება, რომ თქვენი შეკვეთის გამოგზავნისას მოხდეს ტრანსპორტირების ზედნადების ატვირთვა.

„მოირგე“ სანამ იყიდი!

Dressup.ge გთავაზობს „მოირგე“ სერვისს – იდეალური გადაწყვეტილება, როცა არჩევანის გაკეთება გიჭირს. შეუკვეთე Dressup.ge-ზე ნებისმიერი პროდუქტი, იქნება ეს განსხვავებული ზომა თუ მოდელი, და შეიძინე მხოლოდ ის, რაც ზუსტად მოგერგება.

როგორ მუშაობს?

  • შეარჩიე სასურველი ნივთები (მაქსიმუმ 10 პროდუქტი) და დაამატე კალათაში;
  • მონიშნე „მოირგე“ მიწოდების მეთოდებში;
  • აირჩიე მიტანის დრო – დღე და საათი, რომელიც შენთვის მოსახერხებელია;
  • გადაიხადე მხოლოდ მიტანის საფასური – 5.95 ლარი;
  • მოირგე მშვიდად! კურიერი დაგელოდება 20 წუთი;
  • დააბრუნე რაც არ მოგერგება და შერჩეული ნივთების ღირებულება ადგილზე, ბარათით გადაიხადე.

Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივი, კომფორტული და ზუსტად შენზე მორგებულია!

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას