Dressup.ge-ზე რეგისტრაცია
Dressup.ge-ზე რეგისტრაცია მარტივია და მოსახერხებელი. შეგიძლიათ Facebook-ით, Google-ით ან სტანდარტული რეგისტრაციით შექმნათ ანგარიში. ამისთვის დაგჭირდებათ:
- ელ-ფოსტა
- სახელი
- გვარი
- პირადი ნომერი (11 ციფრი)
- პაროლი


გსურთ პირველმა შეიტყოთ ექსკლუზიური აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ? მონიშნეთ შესაბამისი ველები რეგისტრაციისას და ჩვენ მხოლოდ საინტერესო შეთავაზებებით დაგიკავშირდებით!


უკვე გაქვთ ანგარიში?
გაიარეთ ავტორიზაცია Facebook-ით, Google-ით ან ელ-ფოსტით.


გადახდის მეთოდები
Dressup.ge-ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის Visa, Mastercard და Amex ბარათის მეშვეობით.
გადახდა შეგიძლიათ განახორციელოთ თიბისი ბანკის ერთგული ქულებით, საქართველოს ბანკის PLUS და American Express-ის MR ქულებით. დამატებით შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ და თბს ბანკის გადანაწილების გადახდის მეთოდით.
საიტზე ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ Apple Pay და Google Pay-ის დახმარებით.

როგორ შევიძინო პროდუქცია?
Dressup.ge-ზე პროდუქციის შესაძენად შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტები, სხვადასხვა კატეგორიიდან და დაამატეთ ჩანთაში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: შერჩეული პროდუქტი, რომელიც თქვენს სამომხმარებლო ჩანთაში აღმოჩნდება, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ ვებ გვერდზე სხვა დარეგისტრირებული ან/და მაღაზიაში ადგილზე მისული მომხმარებელი არ დაგასწრებთ და არ შეიძენს ამავე ნივთს dressup.ge-იდან, ამიტომ გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვის ოპერაცია.
შეკვეთის გაფორმება
- შევსებული ჩანთიდან დააჭირეთ ღილაკს "შეკვეთის გაგრძელება";
- დაამატეთ სასურველი მისამართი და დასვით პინი რუქაზე, მარტივად, რომ გიპოვოთ დრესაპ კურიერმა;
- ბოლოს კი დააჭირეთ ღილაკს "შენახვა და გაგრძელება";
- რაც მთავარია არ გამოგრჩეთ შენახული მისამართის მონიშვნა.
- აირჩიეთ 5 მიტანის სერვისიდან თქვენთვის სასურველი;
- მონიშნეთ სასურველი გადახდის მეთოდი;
- შეკვეთის დასასრულებლად დააჭირეთ ღილაკს "ყიდვა" შემდეგ კი მიუთითეთ ბარათის მონაცემი.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აქციის დღეებში მიწოდების ყველა მეთოდი შესაძლოა არ იყოს აქტიური, სისტემა ჩამონათვალში გიჩვენებთ მხოლოდ იმ მომენტისთვის აქტიურ საკურიერო სერვისს, ასევე აქციის პერიოდში შესაძლებელია მიწოდების ვადები გაიზარდოს, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად იქნება განთავსებული მიწოდების იმ მეთოდში, რომელსაც აირჩევთ პროდუქციის შეძენის დროს.
ონლაინ განვადებით სარგებლობა
Dressup.ge-ზე პროდუქციის შეძენის შემთხვევაში შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ და თბს ბანკის გადანაწილების გადახდის მეთოდით.
საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილით შესაძლებელია ღირებულების გადახდა ზუსტად 4 ტოლ ნაწილად.
- ლიმიტი: მინიმუმ 45, მაქსიმუმ 5000 ლარი;
- ვადა: 4 თვე;
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0%;
- გადახდა შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე **Dresuup.ge. ** ნაწილ-ნაწილის გადახდის მეთოდით სარგებლობისთვის საჭიროა კალათში მოხდეს სასურველი ნივთის განთავსება და ყიდვასას, გადახდის მეთოდში აირჩიოთ „საქართველოს ბანკი ნაწილ-ნაწილ გადახდა”. შეკვეთის ღირებულებაში გათვალისწინებულია მიტანის საფასური.
თიბისი ბანკის განაწილებით ნივთის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ნაწილად, საპროცენტო განაკვეთის და დამატებითი საკომისიოების გარეშე. პროდუქტით სარგებლობა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ წინასწარ არის დამტკიცებული განაწილების ლიმიტი. ლიმიტის შემოწმება შესაძლებელია თიბისის მობაილ ბანკში.
- ლიმიტი: 100-5000 ლარი
- ვადა: 4 თვე
- ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: 0%
- სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია კალათში მოხდეს სასურველი ნივთის განთავსება და გადახდის მეთოდში აირჩიოთ „თიბისი ბანკის განაწილებით გადახდა”. შეკვეთის ღირებულებაში გათვალისწინებულია მიტანის საფასური.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: ნაწილობრივი გადახდით შეძენის შემთხვევაში, ნაწილი პროდუქციის დაბრუნება არ არის შესაძლებელი.
საკურიერო სერვისები
აირჩიეთ 5 მიტანის სერვისიდან თქვენთვის სასურველი:
1. სტანდარტული მიტანის სერვისი
თბილისში პროდუქციის ჩაბარება ხდება 1-3 კალენდარულ დღეში, ხოლო რეგიონებში მიწოდების ვადები განისაზღვრება 2-5 სამუშაო დღით. სერვისი უფასოა.
2. სტანდარტული მიტანის სერვისი G-Star Raw
G-star raw პროდუქციის შეძენის შემთხვევაში შეკვეთის მოწოდება მოხდება 4-8 სამუშაო დღის განმავლობაში.
3. სწრაფი მიტანა
სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, ერთი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 14.95 ლარს.
4. ონლაინ ექსკლუზივის სწრაფი მიტანა
ონლაინ ექსკლუზივის პროდუქტების სწრაფი მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მხოლოდ ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიიდან, ულიმიტო რაოდენობის პროდუქციის შეძენის შემთხვევაში. სასურველ ნივთს მიიღებთ შეძენიდან მაქსიმუმ 3 საათში. ღირებულება შეადგენს 14.95 ლარს.
5. სერვისი 'მორიგე'
თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ საიტზე მაქსიმუმ 10 ნივთი, გააფორმოთ შეკვეთა და წინასწარ გადაიხადოთ მხოლოდ ტრანსპორტირების საფასური 5,95 ლარი. კურიერი 1-3 კალენდარულ დღეში მოგაწვდით შერჩეულ პროდუქციას, დაგელოდებათ 20 წუთის განმავლობაში, რომ მოირგოთ თქვენთვის სასურველი მოდელები და გადაიხადოთ ადგილზე მხოლოდ** შერჩეული პროდუქციის ღირებულება, **ტერმინალის დახმარებით. სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: აქციის დღეებში მიწოდების ყველა მეთოდი შესაძლოა არ იყოს აქტიური, სისტემა ჩამონათვალში გიჩვენებთ მხოლოდ იმ მომენტისთვის აქტიურ საკურიერო სერვისს, ასევე აქციის პერიოდში შესაძლებელია მიწოდების ვადები გაიზარდოს, ამის შესახებ ინფორმაცია აუცილებლად იქნება განთავსებული მიწოდების იმ მეთოდში, რომელსაც აირჩევთ პროდუქციის შეძენის დროს.
შეძენილი ნივთის მაღაზიის სერვის ცენტრიდან გატანა
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მაღაზიიდან გატანის მეთოდი. შეკვეთის გამზადებისთანავე დაგიკავშირდებით, რის შემდეგაც შეძლებთ შეძენილი პროდუქციის თქვენ მიერ შერჩეული ფილიალიდან გატანას.
შეკვეთის გატანის ვადები: 2-4 კალენდარული დღე
სერვის ცენტრის მისამართები:
- JEANS GALLERY პეკინის გამზირი #14ა;
- JEANS GALLERY ს/ც „ქარვასლა“ - ც.დადიანის ქ. #7;
- JEANS GALLERY ს/ც „სითი მოლი გლდანი“ - ხიზაბავრის #1;
- JEANS GALLERY ს/ც „მერანი“- რუსთაველის გამზ. 42;
- FACTORY ს/ც “თბილისი მოლი, მე - 2 სართული, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე - 16 კმ;
- VERO MODA ს/ც „ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ.#2;
- JEANS GALLERY ქალაქი რუსთავი, ს/ც „რუსთავი მოლი".
სერვისი 'მოირგე'
საკურიერო სერვისი 'მოირგე'-თი სარგებლობის შემთხვევაში შესაძლებლობა გაქვთ აირჩიოთ Dressup.ge -ზე წარმოდგენილი ნებისმიერი 10 ნივთი და თავდაპირველად გადაიხადოთ მხოლოდ მიწოდების მეთოდის ღირებულება 5.95 ლარი.
ჩვენი კურიერი 1-3 კალენდარულ დღეში თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მოგაწვდით შერჩეულ პროდუქციას და დაგელოდებათ 20 წუთის განმავლობაში.
თქვენ შეძლებთ მოირგოთ პროდუქცია და დაიტოვოთ მხოლოდ თქვენთვის სასურველი ნივთი. შერჩეული პროდუქციის ღირებულებას ადგილზე გადაიხდით კურიერთან, ტერმინალის დახმარებით. გადახდა შეგიძლიათ როგორც ერთიანი, ასევე ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ მოირგეს სერვისი მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.
გაცვლა-დაბრუნების ინსტრუქცია
როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?
1. პროდუქტის გაცვლის მოთხოვნის დასაფიქსირებლად, გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთები, დაბრუნება-გადაცვლა", შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს";
2. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ზომაში, მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე);
3. პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;
4. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ბოდეების, აქსესუარების გაცვლა არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდული ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!
5. კომპანია არ ცვლის/იბრუნებს ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებს;
6. კომპანია არ ცვლის პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ თავის მოვლის კატეგორიაში.
7. კომპანია არ ცვლის პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ სახლის კატეგორიაში.
8. კომპანია ცვლის გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;
9. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;
როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?
პროდუქტის დასაბრუნებლად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთები, დაბრუნება-გადაცვლა" შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს";
დაბრუნება - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
1. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
2. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული.
3. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე, წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტიუმების, ბოდეების, აქსესუარების დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდული ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!!
4. კომპანია ასევე არ იბრუნებს/ცვლის ფეხსაცმლის მოვლის საშუალებებს.
5. კომპანია იბრუნებს გაყიდულ ნივთს იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი.
6. თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად.
7. ონლაინ შეძენილი პროდუქციის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები) დაბრუნება შეგიძლიათ, როგორც კომპანიის კურიერის საშუალებით, ასევე dressup- ის მაღაზიათა ქსელის კონკრეტულ ფილიალებში.
შეკვეთის დაბრუნების წერტილები:
JEANS GALLERY პეკინის გამზირი #14ა;
JEANS GALLERY ს/ც „ქარვასლა“ - ც.დადიანის ქ. #7;
JEANS GALLERY ს/ც „სითი მოლი გლდანი“ - ხიზაბავრის #1;
FACTORY ს/ც “თბილისი მოლი, მე - 2 სართული, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე - 16 კმ;
VERO MODA ს/ც „ისთ ფოინთი, თვალჭრელიძის ქ.#2;
JEANS GALLERY ქალაქი რუსთავი, ს/ც „რუსთავი მოლი".
8. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
დაბრუნება - www.dressup.ge-ის თავის მოვლის კატეგორია
1. კომპანია არ იბრუნებს პროდუქციას, რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ თავის მოვლის კატეგორიაში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთს ამოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი.
თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად.
მომხმარებელმა ნაკლის შესახებ უნდა განაცხადოს პროდუქციის ჩაბარებიდან 48 საათის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროდუქცია არ ექვემდებარება დაბრუნებას. აღნიშნული შეზღუდვა ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარეობს - უშუალოდ თავის მოვლის საშუალებების გახსნის მომენტიდან აღნიშნული პროდუქცია აღარ წარმოადგენს ახალს, ვინაიდან მასში შეაღწია ჰაერმა და აღარ არის ჰერმეტულად დაცული.
2. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
დაბრუნება - www.dressup.ge-ის სახლის კატეგორია
1. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).
2. 14 დღის განმავლობაში დაბრუნების პირობა არ ვრცელდება თეთრეულზე, აუზის აქსესუარებზე და ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
3. პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად დაცულობისთვის განკუთვნილი პარკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი/ეტიკეტი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;
4. "სახლის" კატეგორიის პროდუქციის დაბრუნებისას, გთხოვთ პროდუქცია უსაფრთხოდ შეფუთოთ, გამოიყენოთ ნივთების დასაცავად ბუშტუკოვანი პარკი, რომელშიც პროდუქცია იყო შეფუთული.
5. კომპანია არ იბრუნებს პროდუქციას რომელიც შედის www.dressup.ge-ზე განთავსებულ სახლის კატეგორიაში, თუ:
5.1 პროდუქტი არის გამოყენებული; გასათვალისწინებელია რომ მომხმარებელს აქვს პროდუქციის შემოწმებისა და ინსპექტირების უფლება, რა დროსაც მისი ჰერმეტულობა არ უნდა იყოს დარღვეული (შესაბამისი ფირი/პარკი არ უნდა იყოს მოხსნილი);
5.2 პროდუქტს შენარჩუნებული არ აქვს პირვანდელი იარსახე მე-3-ე პუნქტის მიხედვით;
5.3 პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
6. პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას, თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე, იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა თანხის ჩამოჭრა. თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დასაბრუნებელ ნივთს მივიღებთ სერვისცენტრში და დადასტურდება მისი სარეალიზაციო მდგომარეობა (დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი, დატანილი ქარხნული იარლიყი, რომელიც არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული და ნივთის იდეალური მდგომარეობა).
• საქონლის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრა;
• საქონლის ნაკლად განიხილება საქონლის ისეთი დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი საქონლით სარგებლობის შედეგად;
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია და მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში შეძენილი პროდუქციის შეკეთება ნაკლის აღმოჩენიდან 3 კვირის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა;
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
• მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
1. საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
2. მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
3. მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმინს;
• მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა;
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.