ქალის ჟილეტი - უნივერსალური გარდერობის ნაწილი

ქალის ჟილეტი პრაქტიკული და უნივერსალური სამოსია. ის ნებისმიერ სეზონს და სტილს უხდება, რითაც თქვენს გარდერობს მრავალფეროვნებას მატებს.

Dressup.ge, როგორც წამყვანი ონლაინ მაღაზია საქართველოში, ცნობილი ბრენდების მიერ შექმნილი ჟილეტების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ.

ქალის ჟილეტები ყველა შემთხვევისთვის

ჩვენი კოლექცია აერთიანებს სხვადასხვა დიზაინის, მასალისა და სტილის მოდელებს. Dressup.ge-ზე ქალის ტანსაცმელი განახლებადი ასორტიმენტით გამოირჩევა, სადაც ყველა სეზონისთვის იპოვით შესაფერის სამოსს.

აქ შეგხვდებათ:

ქალის კლასიკური ჟილეტი: მკაცრი, დახვეწილი სილუეტის მქონე მოდელები იდეალურია საოფისე ან ფორმალური სტილისთვის. შეუხამეთ ის შარვალს ან ქვედაბოლოს და მიიღეთ ელეგანტური სახე.

ყოველდღიური და ნაქსოვი მოდელები: სელის, ბამბის ან ნაქსოვი ჟილეტები კომფორტულია ყოველდღიური სტილისთვის. ის კარგად ეხამება ჯინსებსა და ქალის უბრალო მაისურებს.

გრძელი ჟილეტები: გრძელი მოდელი შესანიშნავი საშუალებაა, რომ თქვენს სამოსს დამატებითი ფენა შემატოთ. ის ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს და განსაკუთრებით უხდება კაბებსა და ვიწრო შარვლებს.

ქალის დუტის ჟილეტი: გრილი ამინდისთვის საუკეთესო არჩევანია. მსუბუქი დუტის ჟილეტი პრაქტიკულია როგორც ქალაქში, ისე ბუნებაში სეირნობისას.

როგორ მოვირგოთ ჟილეტი?

ჟილეტი უნივერსალური ნივთია, რომელიც ადვილად ერგება სხვადასხვა სტილს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ერთი და იგივე სამოსი რამდენიმე განსხვავებულ ვიზუალად აქციოთ. ის შესანიშნავი ალტერნატივაა, როდესაც ტრადიციული ქალის პიჯაკები ზედმეტად ფორმალურად გეჩვენებათ, მაგრამ გსურთ, რომ თქვენი ჩაცმულობა უფრო სრულყოფილი და დახვეწილი იყოს. 

შეუხამეთ ის პერანგს, გრძელმკლავიან მაისურს ან თუნდაც კაბას და შექმენით თქვენზე მორგებული სტილი.

Dressup.ge-ზე ქალის ჟილეტების შეძენა ძალიან მარტივია

ჩვენთან შოპინგი მარტივი და კომფორტულია. თუ არ ხართ დარწმუნებული ზომაში ან მოდელში, ისარგებლეთ ჩვენი „მოირგე“ სერვისით

შეარჩიეთ სასურველი ნივთები, კურიერი მათ ადგილზე მოგიტანთ და 20 წუთის განმავლობაში შეგეძლებათ მოიზომოთ. საბოლოოდ გადაიხდით მხოლოდ იმ პროდუქტების საფასურს, რომლებსაც დაიტოვებთ. 

ამასთან, ჩვენ გთავაზობთ უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
სეზონი
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას