ჟაკეტი
ქალის ჟაკეტი - კომფორტი ყველა სეზონისთვის
ჟაკეტი მარტივად ერგება ნებისმიერ სტილსა და სეზონს. ამიტომ, მას ქალის გარდერობში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
Dressup.ge-ზე მოდელების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი, ამიტომ დახვეწილ და კომფორტულ ჟაკეტს ჩვენთან მარტივად შეარჩევთ.
ჩვენს კოლექციაში სხვადასხვა სტილისა და ფერის ჟაკეტებს იპოვით. თითოეული მოდელი შექმნილია თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და განსხვავებული გემოვნების მქონე ადამიანების მოთხოვნებს ერგება.
ჩვენთან შეხვდებით:
კლასიკურ კარდიგანებს: მოდელები, რომლებიც არასდროს კარგავს აქტუალობას. იდეალურია როგორც ოფიციალური შეხვედრებისთვის, ისე ყოველდღიური გამოყენებისთვის.
ქალის ნაქსოვს ჟაკეტებს: კოლექციაში წარმოდგენილია ნაქსოვი მოდელები. ისინი სითბოსა და სიმყუდროვესთან ასოცირდება და შესანიშნავია ცივი ამინდებისთვის.
ბომბერებს და მოკლე მოდელებს: ასეთი ჟაკეტები კარგად ეხამება ქალის ჯინსებს, შარვლებსა და კაბებს.
ჟილეტები: შესანიშნავი არჩევანია თანამედროვე სტილის შესაქმნელად. შეგიძლიათ მოირგოთ პერანგზე, მაისურსა თუ თხელ სვიტერზე;
როგორ შევარჩიოთ ქალის მოდური ჟაკეტი
ჟაკეტის შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე დეტალი, რომელიც იდეალური მოდელის პოვნაში დაგეხმარებათ:
მასალა: ბამბისა და ტრიკოტაჟის მოდელები მსუბუქი და კომფორტულია. შალისა და ქაშმირის შემცველი ჟაკეტები კი ძალიან თბილია.
სილუეტი: თავისუფალი სილუეტის მოდელები კომფორტულია, სხეულზე მომდგარი ჟაკეტი კი თქვენს ფორმებს გამოკვეთს. მნიშვნელოვანია, შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც შეეხამება თქვენს გარდერობში არსებულ ქალის სხვა ტანსაცმელს.
დანიშნულება: განსაზღვრეთ, რა სიტუაციისთვის გჭირდებათ ჟაკეტი. სადა, კლასიკური მოდელი საოფისე გარემოს მოუხდება, ხოლო მკვეთრი ფერების ან საინტერესო დეტალების მქონე ჟაკეტი მეგობრებთან შეხვედრისთვის იდეალურია.
საერთაშორისო ბრენდები ერთ სივრცეში
Dressup.ge-ზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდის ორიგინალი პროდუქცია. ქალის ჟაკეტების კატეგორიაში შეხვდებით ისეთი ცნობილი ბრენდების მოდელებს, როგორებიცაა, Tommy Hilfiger, Guess (გესი), Calvin Klein, Gant, Barbour (ბარბორი), Vero Moda და სხვა.
Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივია
ჩვენი ონლაინ მაღაზია შექმნილია იმისთვის, რომ შოპინგის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. შეარჩიეთ სასურველი ქალის ჟაკეტი, ისარგებლეთ უფასო მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით ან სცადეთ ჩვენი ექსკლუზიური „მოირგე“ სერვისი თბილისში. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიწეროთ რამდენიმე მოდელი, სახლშივე მოიზომოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება.