• New
ნენსი სპრინგერი - ენოლა ჰოლმსი -...

ნენსი სპრინგერი - ენოლა ჰოლმსი - უცნაური თაიგულების საქმე (III)

Diogene
9789941119590
19.95 ₾
Size
Author
ნენსი სპრინგერი
ISBN
9789941119590
Languages
ქართული(თარგმანი)
Cover
Softcover
Number of Pages
248
Brand
Diogene
Brand's Country
Georgia
Category
Books
Subcategory
Fiction
Type
Detective and Thriller

ენოლა ჰოლმსი, გამორჩეულად ჭკვიანი, დამოუკიდებელი და უშიშარი დეტექტივი, კვლავ ახალ თავგადასავალში ეხვევა. ამჯერად საფრთხე შერლოკ ჰოლმსის ერთგულ მეგობარსა და თანაშემწეს, ექიმ ჯონ უოტსონს, ემუქრება. ექიმი უკვალოდ გაუჩინარდა. ეს ამბავი გაზეთების პირველ გვერდებზე ხვდება. ყველაზე შემაშფოთებელი კი ის არის, რომ გამტაცებლისგან (თუ ის მართლაც გაიტაცეს) არაფერი ისმის: არც გამოსასყიდს ითხოვს და არც რამე პირობას აყენებს.

სანამ პოლიცია საგონებელშია ჩავარდნილი, ენოლა გადაწყვეტს, თავად იმოქმედოს. ის ექიმ უოტსონის მეუღლესთან მიდის სტუმრად და სწორედ იქ აღმოაჩენს საშიშ მინიშნებას: უცნაურ თაიგულებს, რომლებსაც მისის უოტსონი ერთმანეთის მიყოლებით იღებს. ეს თაიგულები სრულიად შეუფერებელი მცენარეებისგან არის შედგენილი და ენოლა მალევე ხვდება - გამტაცებელი არ დუმს. ის შეტყობინებებს „ყვავილთა ენაზე“ აგზავნის... და ეს გზავნილები სიკვდილზე მიანიშნებს.

დრო არ ითმენს. შეძლებს ენოლა ჰოლმსი საიდუმლოს ამოხსნას და ექიმ უოტსონის პოვნას, სანამ ძალიან გვიან არ იქნება?

Similar products

Product added to wishlist