Return and Exchange Policy – LÄTT LIV

Terms and Conditions of Use

მომხმარებელთა საყურადღებოდ!

წინამდებარე გაცვლა/დაბრუნების წესები შეთანხმებული და დადასტურებულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ

ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:

დასახელება: შპს „თრეიდლაინ“

ს/კ 203827449

იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29

ფაქტობრივი მისამართი:  ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29

ელ. ფოსტა: [email protected];

Tel: (+995) 032 2 38 48 68

შეძენილი პროდუქციის ტექნიკური მომსახურების ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქ. N87ა;

მაღაზიაში არსებულ ყველა პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია უშუალოდ გასაყიდ ნივთზე. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას ეხება ფასდაკლება, მასზე განთავსებულია შესაბამისი ნიშნული.

სარეალიზაციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით;

მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის მწარმოებლის დასახელება მოცემულია უშუალოდ სარეალიზაციო ნივთზე და მის შეფუთვაზე;

 პროდუქციის უპირობოდ გაცვლა/დაბრუნების პირობები:

პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჰერმეტულად დაცულობისთვის განკუთვნილი პარკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მასზე დატანებული ქარხნული იარლიყი/ეტიკეტი არ არის დაზიანებული/მოხსნილი/დაკარგული;

გაცვლის/დაბრუნების ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელია თან იქონიოთ პროდუქციის შეძენისას გაცემული ფისკალური ქვითარი (სალარო აპარატის ან POS ტერმინალის ჩეკი)

პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 24 საათის განმავლობაში.

შეძენილი პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია იგივე, ან უფრო მაღალ ფასიან                       პროდუქტში,  LÄTT LIV/ლეტ ლივ-ის მაღაზიის ნებისმიერ ფილიალში.

ფასდაკლებული პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია LÄTT LIV/ლეტ ლივ-ის მაღაზიის ნებისმიერ ფილიალში, იმავე ან მეტი ღირებულების მქონე პროდუქტ(ებ)ში, შეძენიდან 24 საათის განმავლობაში;

აქციის დროს გაყიდული ნივთის უპირობოდ დაბრუნება არ არის შესაძლებელი;

ფასდაკლებული პროდუქტის უპირობოდ დაბრუნება არ არის შესაძლებელი;

დაბრუნების პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.

ჰიგიენის ნომრებიდან გამომდინარე, კოსმეტიკის და თავის მოვლის  ნივთების გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი!!

შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ მაღაზიაში, სადაც მოხდა მისი შეძენა;

უკვე გაცვლილი პროდუქტის უპირობო დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

კომპანია ცვლის/იბრუნებს გაყიდულ ნივთს, მათ შორის სააქციო/ფასდაკლების პერიოდში ნაყიდ პროდუქციას, იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;

თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;

პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე შუალედში.

მომხმარებლის უფლებები

საქონლის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრა;

საქონლის ნაკლად განიხილება საქონლის ისეთი დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი საქონლით სარგებლობის შედეგად;

თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;

საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია და მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;

საქონელი შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა;

საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;

მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

1. საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

2. მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

3. მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმინს;

მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა;

თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

Product added to wishlist