„ტრიუმფის“ დღიური - ამბავი 1886 წლიდან

Triumph - უკვე 135 წელზე მეტია ქმნის მოდის სტანდარტებს და ქალის თეთრეულის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. თავდაპირველი ამბავი კორსეტების შექმნას მოიაზრებდა, თანამედროვე დროში კი მკვეთრი და გამორჩეული ადგილი უკავია თეთრეულის მწარმოებელთა გლობალურ რუკაზე.

1886 - დასაწყისი

ყველაფერი იოჰან გოტფრიდ სპიშჰოფერმა და მაიკლ ბრაუნის თანამშრომლობით დაიწყო. „ტრიუმფის“ იდეები კორსეტის ქარხანაში იბადებოდა, რომელშიც სულ რაღაც ექვს თანამშრომელსა და ექვს საკერავი მანქანას შეხვდებოდით. ყველა პროდუქტი ხელნაკეთი იყო და მაშინაც ისევე როგორც ახლა, ერთ პრინციპს ეყრდნობოდა, რაც ლამაზი და კარგად შეკერილი თეთრეულისგან მიღებულ კომფორტს მოიაზრებს. 

1892 - გლობალურობისკენ

1892 წელს ჯერ კიდევ “Spiesshofer & Braun-ის” სახელით ცნობილი კომპანია ინგლისს ეწვია და პირველი ნაბიჯიც გადაიდგა საექსპორტო ბაზარზე.

1902 - ფრანგული რევოლუცია

ალბათ თქვენც გაინტერესებთ ფრანგული რევოლუცია გერმანული ბრენდის დღიურში როგორ აღმოჩნდა… მიზეზი კი მარტივია - ტანსაცმლისადმი, სექსუალურობისადმი და გამორჩეულობისადმი მიდრეკილი ხალხი პარიზში, მოდის დედაქალში იყრიან თავს. პარიზი კი ბევრ საინტერესო ადგილს ინახავს, მათ შორის „ტრიუმფალურ თაღსაც“ და ვუალა, სახელი „ტრიუმფიც“ დაიბადა!

1950 - ომიანობის შემდეგ

ტრიუმფი დაწყების დღიდან დახვეწილობასა და ესთეტიკაზე აკეთებდა არჩევანს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაარსებული ეს საკულტო ბრენდი ყოველთვის იყო მოდის ინოვაციების წინა პლანზე და მომხმარებელს მუდმივად სთავაზობდა სიახლეებს. პირველი რევოლუცია 1950-იან წლებში მოხდა, როდესაც ზემოხსენებული კორსეტის ფორმებიდან აიღეს საუკეთესო, შესძინეს მეტი სიმყარე და სხეულის ფორმებსა თუ სილუეტს იდეალურობა მიანიჭეს. სწორედ ამ პერიოდში გაიმართა ბერლინური ჩვენებაც, „ჰილტონში“ - „ტრიუმფში“ გამოწყობილ ქალბატონებზე კი კიდევ მრავალი წელი საუბრობდნენ. (ისე კი სულ მინდოდა ამ ხუმრობა-ნარევი სიტყვების თქმა და „ტრიუმფის“ ტრიუმფი ალბათ აქედან დაიწყო!) 

1960-1990 - მუდმივი წინსვლა

კიდევ ერთი განვითარების ეტაპი უმალვე, მომდევნო დეკადაში გაიარეს. 60-იან წლებში ბრენდმა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად გადაწყვიტა ბაზარი სრულად აეთვისებინა და „დიდი მოთამაშე“ გამხდარიყო. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ბალიშიანი თუ სპორტული ბიუსტჰალტერების შექმნა. 70-იან წლებში კი კომპანიამ მამაკაცის თეთრეულიც დაამატა, ისევე როგორც საცურაო კოსტიუმებისა და სხვა ტანსაცმლის მრავალფეროვანი კოლექციები, რითაც უფრო და უფრო ზრდიდა ლოიალურობას მომხმარებლებში.

1980-იან წლებში Triumph-მა განაგრძო თავისი გლობალური მასშტაბის გაფართოება და გახსნა ოფისები აზიასა და შეერთებულ შტატებში. ასევე ამ პერიოდს უკავშირდება ტოპ დიზაინერებთან ერთად შექმნილი თეთრეულის უნიკალური და ელეგანტური კოლექციები.

დღეს, Triumph არის თეთრეულის ერთ-ერთი უდიდესი კომპანია მსოფლიოში, რომელიც იმყოფება 120-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანია აგრძელებს ინოვაციებს და ახალი პროდუქტების დანერგვას, რომლებიც ემსახურება ქალების ცვალებად საჭიროებებსა და პრეფერენციებს მთელს მსოფლიოში.

1979 - Sloggi 

Sloggi-ს დაბადება, „ტრიუმფისთვის“ გარდამტეხი აღმოჩნდა. ის აგრძელებდა გლობალურ ბაზარზე ოპერირების ნიშას და კიდევ ერთი მიმართულებით, ინოვაციურობითაც აგრძელებდა ბრენდის ტრადიციებს. „სლოგის“ ფარგლებში წარმოებული კოლექციები მრავალფერიანობას და კომფორტს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ის ტექნოლოგია, რომელსაც მისი წარმოებისას იყენებენ, მიღებულ პროდუქტს ერთგვარ სამუდამო გამძლეობის გარანტიასაც ანიჭებს მისი ხარისხისა და ფერისა თუ ფორმის შენარჩუნების მხრივ. 

1990 - ნაომი კემპბელი და ჰელენა კრისტენსენი

ტრიუმფის ახალ სახეებად ეპოქის ყველაზე გავლენიანი სუპერმოდელები მოგვევლინნენ - ძალაუფლება, თავმდაბლობა და თავდაჯერებულობა, სწორედ ის მნიშვნელოვანი პუნქტები აღმოჩნდა, რასაც ბრენდის მომავალი იდენტობა დაეფუძნა კიდეც.

მნიშვნელოვანია, რომ ბრენდი არ განასხვავებს ადამიანებს ვიზუალის, წონის თუ სხეულის ფორმებით, ეს მიდგომა კი მათ არაერთ კამპანიაშიც გამოიხატა კიდეც, (რაც ნახევარ-ხურმობას კიდევ ერთხელ მათქმევინებს, „ტრიუმფის“ ტრიუმფი - სწორედაც, ფუძისეული ღირებულებებია). 

2024 - საქართველოში

Triumph, ისევე როგორც რამდენიმე სხვა ბრენდი ჯგუფის პორტფოლიოში, უკვე არსებობდა ქართულ ბაზარზე, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, იდგა მისი რეგიონიდან გასვლის ალბათობა. „დრესაპის“ კარი მუდმივად ღიაა ახალი ბრენდებისათვის, იმის და მიუხედავად, ეს ბრენდი უკვე წარმოდგენილია საქართველოს ბაზარზე თუ არა. ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოდის სფერო მაღალ თამასას აწესებდეს, შესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაშიც, სს „გეფას“-თან მოხდა ურთიერთსასარგებლო შეთანხმება და გადაწყდა, რომ „ტრიუმფი“ დარჩებოდა საქართველოს ბაზარზე დრესაპ ჯგუფის ოპერირებს ქვეშ, ჩვენი ერთგული მომხმარებლების გვერდით.

მაშ რაღა დაგრჩენიათ, თქვენ უკვე შეძლებთ „ტრიუმფის“ მაღაზიებში და დრესაპის გამორჩეული შეთავაზებებითა თუ სერვისებით ისარგებლოთ, იქნება ეს - „გადააბი”, ქულების დაგროვება ლოიალობის ბარათზე თუ სხვა.

  © ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას