"გადააბი" - საგაზაფხულო შეთავაზება

გაზაფხულის განახლებული შეთავაზება Dressup - ისგან.

11 აპრილიდან! „გადააბი“ - შეიძინე მეტი, მეტი ფასდაკლებისთვის.

მიიღე -10% SALE პირველ, -20% მეორე და -30% კი მესამე შენაძენზე - სხვადასხვა გამორჩეული ბრენდის ახალ კოლექციებზე.

შეძინე შენ გარდერობს საგაზაფხულო განწყობა, ჩვენს მაღაზიებში უამრავი, განახლებული კოლექციები გელოდებათ!

➤ „გადააბი“ შეთავაზებით სარგებლობა დრესაპ ჯგუფის სხვადასხვა მაღაზიაში პროდუქციის შეძენის შემთხვევაშიცაა შესაძლებელი: Levi's, Lacoste, Gant, Guess, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Calvin Klein, G Star Raw, Lee & Wrangler, Jack & Jones, Mavi, Hummel, Greyder, Etam, Calvin Klein Underwear, Samsonite, Kid's Gallery, Jeans Gallery, FActory, Atrio.

მაგალითისთვის:

➤ შენ შეგიძლია ესტუმრო Gant - ის მაღაზიას, შეარჩიო სასურველი ნივთი ახალი კოლექციიდან და მიიღო 10%-იანი ფასდაკლება. არ დაგავიწყდეს, რომ ჩეკის შენახვა აუცილებელია.

➤ შემდეგ, ეწვიო Calvin Klein - ის ფილიალს, რომელშიც პერანგის შეძენისას უკვე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ ჩეკის წარდგენის შემთხვევაში.

➤ საბოლოოდ კი Atrio - ს მაღაზიაში მიხვიდე, სადაც სასურველი ფეხსაცმლის შეძენისას, უკვე გაზრდილი, 30%-იანი ფასდაკლების გამოყენებას შეძლებ.

ფასდაკლებით სარგებლობის ინსტრუქცია 

სასურველ მაღაზიაში ნებისმიერი კოლექციიდან ერთი პროდუქციის შეძენისას, გადმოგეცემათ ჩეკი, რომლის წარდგენასაც შეძლებთ დრესაპ ჯგუფის იმავე ან ნებისმიერ სხვა მაღაზიაში, მომდევნო შეძენისას.

პირველი შენაძენის ჩეკის სხვა მაღაზიაში წარდგენისას, გექნებათ შესაძლებლობა გააგრძელოთ შეძენა არსებული შეთავაზებით მომდევნო შენაძენებზე.

შეთავაზებით სარგებლობისათვის, თითოეულ მაღაზიაში შენაძენი უნდა განახორციელოთ ერთი დღის განმავლობაში.

*გაითვალისწინეთ, რომ სისტემა ავტომატურად ანაწილებს ფასდაკლებას, შედარებით მეტი ღირებულების პროდუქციაზე მიიღებთ 10%-იან ფასდაკლებას, შემდეგს დააკლდება 20%, ხოლო შედარებით დაბალი ღირებულების პროდუქციას კი 30%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ (განურჩევლად პირველი, მეორე თუ მესამე შენაძენისა).

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას