დაზოგე წყალი. ატარე კანაფი.

წლევანდელ თუ მომავალ სეზონებზე ხშირად შეგხვდებათ კანაფით შექმნილი სამოსი.

რატომ კანაფი? იმიტომ, რომ ბამბასთან შედარებით, უფრო მალე იზრდება, ნაკლები წყალი სჭირდება და ნიადაგსაც უფრო სუფთას და ჯანმრთელს ტოვებს.

კანაფის სამოსი, რომელიც სპეციალურად Levi’s-ისთვის შეიქმნა, ბამბასავით რბილია და იდეალურად ერგება ჯინსის ქალის თუ კაცის სამოსს. შედეგად იღებთ, ავთენტურ ჯინსებს, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია, გამძლეობით გამოირჩევა და გარემოსაც ნაკლებად აზიანებს.

მარტივად ჟღერს, თუმცა კანაფის დამუშავება საკმაოდ კომპლექსურ პროცესებთან არის დაკავშირებული.

Levis-მა უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენა, რათა კანაფი ისე დაემუშავებინა, რომ მას ბამბის ანალოგიური შესახედაობა და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შეგრძნება ჰქონოდა.

კიდევ ერთი დადებითი მხარე კი ის არის, რომ კანაფი ნაკლებ ენერგიასა და ქიმიკატებსაც მოითხოვს, ვიდრე ბამბა.

არ აქვს მნიშვნელობა რა სტილს ირჩევ, შენ შეგიძლია Levi’s-თან ერთად ხელი შეუწყო გარემოს. #LiveinLevis

იხილეთ: Levi's კანაფის კოლექცია

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას