GANT - პერანგების წარმოებიდან საკულტო ბრენდის შექმნამდე
ამ ბლოგში მოგიყვებით ერთ-ერთი გამორჩეული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარების ბრენდის, Gant-ის შესახებ, რომელიც 1949 წლიდან დღემდე აქტუალურია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ღირსეულად ინარჩუნებს ავთენტურობას, ძვირფას მემკვიდრეობასა და მდიდარ ისტორიას.
 
Gant – ბრენდი, რომლის ისტორიაც პერანგების წარმოებიდან დაიწყო, დღემდე არ წყვეტს მის განვითარებას და მრავალფეროვანი, კლასიკური კოლექციების წარდგენას ერთგული მომხმარებლისთვის.
GANT-ის ისტორია უკავშირდება ერთ უკრაინელ ბიჭს, სახელად ბერლ (ბერნარდ) განტმახერს, რომელიც უკეთესი ცხოვრების ძიებისთვის წავიდა ამერიკაში, შეუყვარდა, მიაღწია წარმატებას და სამუდამოდ შეცვალა ამერიკული სტილი.
 
იოცნებე, დაისახე მიზანი, ჩამოაყალიბე გეგმა და მიყევი შენი წარმატების გზას - სწორედ ასეთია  ბერლ განტმახერის წარმატების ფორმულა.  ემიგრანტი ბიჭი დიდი ამერიკული ოცნებებით, სამკერვალო საქმიანობის მიმართ უსაზღვრო სიყვარულით თუ შრომისმოყვარეობით ცდილობს თავის დამკვიდრებას მოდის ინდუსტრიაში და პარტნიორთან ერთად იწყებს პერანგების შეკერვას ისეთი ცნობილი ბრენდისთვის, როგორიცაა Brooks Brothers.


ბერნარდის შვილებმა, რომლებიც მამის საქმიანობაში ბევრად დიდ პოტენციალს ხედავდნენ, დაარწმუნეს იგი დაეწყოთ წარმოება საკუთარი ეტიკეტის ქვეშ, რის შემდეგაც იწყება დიდი წარმატების ისტორია - სახელად GANT.
GANT - ბრენდის ღირებულებები
მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორიიდან გამომდინარე GANT არასდროს კარგავს აქტუალურობას და მუდამ გამორჩეულია ინდივიდუალიზმით. ბრენდის ღირებულება დაფუძნებულია მის კლასიკურ სტილზე, ხარისხზე, ოსტატობაზე, მდგრადობაზე და ესთეტიკაზე.
 
მისი კოლექციები მუდმივად უსვამს ხაზს დახვეწილ დიზაინს, დეტალებისადმი ყურადღებას და მდგრადი წარმოების მიმართ ერთგულებას, რომლითაც ცდილობს შეამციროს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება, ისეთი ინიციატივებით როგორიცაა ორგანული ბამბის, გადამუშავებული პოლიესტერის გამოყენება და წყლის მოხმარების შემცირება წარმოების პროცესში.
კოლექციები
Gant-მა წლების განმავლობაში არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც არაერთი ადამიანის გარდერობში დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი.
მის კოლექციებში მრავლად შეხვდებით განუმეორებელ ნაჭრის შარვლებს, პოლო მაისურებს, ჰუდებს არასტანდარტული ზომის ლოგოთი, პერანგებს, სხვადასხვა სტილის ქურთუკებსა თუ  პიჯაკებს და რაც მთავარია, მრავალფეროვან არჩევანს დაწყებული კლასიკური ფეხსაცმელიდან, ყოველდღიური ქუჩის სტილის თავისუფალ კედებამდე.
GANT - ის კოლექციები Dressup.ge-ზე
Dressup.ge-ზე წარმოდგენილი Gant-ის კოლექციებიდან შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩეს მისი კლასიკური პერანგები, რომლითაც ბრენდის წარმატების ისტორია იწყება.
დახვეწილი, მინიმალისტური, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ პერანგები, მორგებისთანავეც შენი გარდერობის შეუცვლელი ატრიბუტი გახდება.
იხილე კოლექცია







 
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას