ონლაინ შოპინგი შეზღუდვების გარეშე

სიახლე Dressup.ge-ზე - განსაკუთრებული შეთავაზება, რომელიც ონლაინ შეძენის პროცედურას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ!

საიტზე პროდუქციის შეძენა გსურთ, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული, თუ რა ზომა მოგერგებათ ან ვერ გადაწყვიტეთ, რომელი მოდელი შეიძინოთ? 

ახლა უკვე შეგიძლიათ Dressup.ge-დან გამოიწეროთ ყველა ის პროდუქტი, რომელთა შეძენასაც ფიქრობთ, იქნება ეს სხვადასხვა ზომა თუ მოდელი. 

შეკვეთის მოწოდებისას კი ჩვენი კურიერი დაგელოდებათ, სანამ მოირგებთ თითოეულ პროდუქტს და სურვილის შემთხვევაში, შეძლებთ ნებისმიერი ნივთი დააბრუნოთ და მასვე გამოატანოთ უკან.

*შეთავაზება მოქმედებს მხოლოდ თბილისის მასშტაბით.

 შეძენის ინსტრუქცია:

1.      შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ნივთები შეუზღუდავი რაოდენობით.

2.      განათავსეთ შერჩეული ნივთები კალათში.

3.      გადაიხადეთ ყველა ნივთის ღირებულება და ტრანსპორტირების თანხა - 3.95 ლარი.

4.      Dressup.ge- კურიერი მაქსიმალურად სწრაფად 1-2 სამუშაო დღის მანძილზე სახლში მოგიტანთ შეკვეთას. მანამდე კი, წინასწარ დაგიკავშირდებათ და შეგითანხმებთ მოწოდების დროს.

5.      შეკვეთის მიღების შემდეგ შეგიძლიათ, მოიზომოთ ყველა ნივთი და იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოდელი არ მოგერგოთ, გამოატანეთ კურიერს უკან.

6.      ჩვენ კი თანხას 1-2 სამუშაო დღეში დაგიბრუნებთ.

 

 

 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას