გადაიხადე ნაწილ - ნაწილ

საქართველოს ბანკის ახალი გადახდის მეთოდი ნაწილ-ნაწილ − საშუალებას გაძლევს ნივთი იყიდო დღეს, ღირებულება კი გადაანაწილო მომავალ თვეებზე ისე, რომ ნივთის ჯამური ფასი არ გაგიძვირდება, ანუ გადაიხდი ზუსტად იმდენს, რასაც ერთიანად გადაიხდიდი, ოღონდ ნაწილ-ნაწილ.

მაგალითად, თუ გინდა შეიძინო შენი საყვარელი კონვერსის ფეხსაცმელი, რომელიც 229 ლარი ღირს, გადახდა 3 ნაწილად − თვეში მხოლოდ 76.3 ლარადშეგიძლია. თანაც გადახდას იწყებ მომავალი თვიდან.

 

ნაწილ-ნაწილ გადახდა შოპინგს შენთვის უფრო ხელმისაწვდომს, მარტივსა და კომფორტულს ხდის. თუ ფეხსაცმელთან ერთად ჰუდის ყიდვაც გინდა, ჯამური ფასი განაწილდება. ყველა იმ შემთხვევისთვის, როცა ერთიანი შენაძენის ღირებულება აღემატება 45 ლარს, შეგიძლია გაანაწილო.

გადახდის ეს ახალი მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ონლაინ, ვებ გვერდზე, სადაც შეხვდები ნაწილ-ნაწილ გადახდის ღილაკს.

ჯამში რამდენის გადახდა შეგიძლია ნაწილ-ნაწილ, ნახავ მობილბანკში ან ვებგვერდზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ საქართველოს ბანკს ნომერზე - 2 444 444

 

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას