მოგეხსენებათ, 28 ნოემბრიდან, ქვეყანაში გამოცხადდა ახალი შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც:

  • დაიხურა ყველა სავაჭრო ცენტრი და მაღაზია. სრული დატვირთვა მოდის ონლაინ მაღაზიაზე
  • კიდევ უფრო შეიზღუდა ქალაქში გადაადგილების საათები, რაც ართულებს დისტრიბუციას და თანამშრომლების ტრანსპორტირებას
  • პანდემიის ფარგლებში გამკაცრებულია კონტროლი და არსებობს რიგი შეზღუდვები სამუშაო სივრცესთან დაკავშირებით

ჩვენი ჯგუფი, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, მზად ვიყავით მსგავსი შეზღუდებისათვის და შესაბამისად მაქსიმალურად ოპერატიულად გადავეწყეთ არსებულ რეალობაზე.

ამ ეტაპზე,  მაქსიმალურად ათვისებულია ის რესურსი, რისი გამოყენების შესაძლებლობაცაა შეზღუდვების პირობებში: გახუთმაგებულია ჩეთში ოპერატორების რაოდენობა, გახუთმაგებულია ადმინისტრაციული კუთხით ოლნაინ მაღაზიის თანამშრომლების რაოდენობა. ყოველდღიურად მაქსიმალური დატვირთვით ვმუშაობთ, რომ გავითვალისწინოთ თითოეული მომხმარებლის ინტერესი.

არსებული შეზღუდვების და უპრეცენდენტოდ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ყველა საკითხი ოპერატიულად მოგვარდეს. ვცდილობთ თითოეული მომხმარებლის საკითხს ინდივიდუალურად მივუდგეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, მიუხედავად მაქსიმალურად გაზრდილი თანამშრომლების რაოდენობისა, ინდივიდუალური მიდგომა,  გარკვეულ დროს მოითხოვს. თუ თქვენ ჯერ არ მიგიღიათ პასუხი აუცილებლად გიპასუხებთ. 

მანამდე კი, გთავაზობთ ბლოგს ხშირად დასმული კითხვებიდან - პასუხებს, რომელიც შეიძლება დაგეხმაროთ სასურველი ინფორმაციის მიღებაში:

  1.      როდის მივიღებ პროდუქციას?  

არსებული ვითარების გათვალისწინებით, საიტზე მითითებულ სტანდარტულ მიწოდების ვადებს, შესაძლოა 2-3 სამუშაო დღე დაემატოს. მაქსიმალურად ვეცდებით უმოკლეს დროში მოგაწოდოთ შენაძენი.

  1.      როგორ ხდება გადაცვლა?  

გაცვლა-დაბრუნების პირობები იხილეთ შემდეგ ლინკზე: გაცვლა-დაბრუნების პირობები

აღნიშნული პირობების გათვალისწინებით, შეგიძლიათ შეავსოთ ამავე ლინკზე მოცემული ფორმა - ოპერატორი უახლოეს დღეებში დაგიკავშირდებათ და დააზუსტებს დეტალებს. მთავარია ფორმა მითითებულ ვადებში იყოს შევსებული.

  1.      მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გადაცვლა:

მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლა-დაბრუნებას შეძლებთ მაღაზიების გახსნისთანავე, იმავე მაღაზიაში, სადაც შეიძინეთ პროდუქცია, ტექნიკურად სხვაგვარად არ არის შესაძლებელი. გაცვლა მოხდება მაღაზიაში არსებული სტანდარტული გაცვლა-დაბრუნების პირობების შესაბამისად.  გთხოვთ შეინახოთ ჩეკი და მაღაზიების გახსნისთანავე შეგიძლიათ გვეწვიოთ!

  1.      ოპერატიული პასუხი კითხვებზე:

ყველას ვცდილობთ მაქსიმალურად ოპერატიულად გაგცეთ პასუხი, რიგითობის მიხედვით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიდი რაოდენობით არის კითხვები. აუცილებლად გიპასუხებთ უახლოეს პერიოდში.

      5.   როგორ შევძლებ თქვენი ვაუჩერის გამოყენებას?

Kids Gallery-ს და ETAM-ის, 50 ლარიანი ვაუჩერის განაღდებას შეძლებთ მაღაზიების გახსნისთანავე, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

ზოგადი ინფორმაცია:

ონლაინ შეძენის ინსტრუქცია იხილეთ შემდეგ ლინკზე; ინსტრუქცია

ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, ხელმისაწვდომი ზომების შესახებ საიტზე სრული ინფორმაცია არის ასახული.

გამოწერისას კი შესაძლებელია მხოლოდ შერჩეული ზომის მიწოდება - თუ პროდუქციას ვერ მოირგებთ, შეგიძლიათ ისარგებლოთ გაცვლა-დაბრუნების ზემოთ აღნიშნული პირობებით.