როგორ ხდება შეძენილი ნივთის გადაცვლა?

1. პროდუქტის გადაცვლის  მოსათხოვად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები", შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს".

2. პროდუქტის გადაცვლა შესაძლებელია საიტზე არსებულ ნებისმიერ სხვა მოდელზე. 

3. პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი მიღებიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

4. გაცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

5. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტების, წინდების, თმის სამაგრის, საყურის, საცურაო კოსტუმის, თეთრეულის, თეთრეულის აქსესუარების, საცვლებისა და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების გაცვლა არ არის შესაძლებელი.

6. შეძენილი პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ.

როგორ ხდება შეძენილი ნივთის დაბრუნება?

1. პროდუქტის დასაბრუნებლად გადადით თქვენი პროფილიდან "შეკვეთის ისტორია და დეტალები" შემდეგ კი შეკვეთის გასწვრივ დააკლიკეთ "დეტალებს".

2. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მისი მიღების დღიდან 14 დღის განმავლობაში (პირველ დღედ ითვლება ჩაბარების დღის შემდგომი დღე).

3. დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

4. ჰიგიენის ნორმებიდან გამომდინარე კოლგოტების, წინდების, თმის სამაგრის, საყურის, საცურაო კოსტუმის, თეთრეულის, თეთრეულის აქსესუარების, საცვლებისა და ფეხსაცმლის მოვლის საშუალებების დაბრუნება არ არის შესაძლებელი.

5. თანხა დაგიბრუნდებათ 2-5 სამუშაო დღის ვადაში იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა ფულის ჩარიცხვა. თანხის დაბრუნება მოხდება მას შემდეგ, რაც დაბრუნებულ პროდუქტს მივიღებთ ადგილზე და ის დააკმაყოფილებს ზემოთხსენებულ მოთხოვნებს.

მომხმარებელთა საყურადღებოდ!
ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:

• დასახელება: შპს „თრეიდლაინი“

• ს/კ 203827449

• იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29;

• ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29;

• ელ. ფოსტა: info@dressup.ge

• Tel: (+995) 032 2 38 48 68

• შეძენილი პროდუქციის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, გუდაუთის #7;

• საიტზე არსებულ ყველა პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია უშუალოდ გასაყიდ ნივთზე. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას ეხება ფასდაკლება, ფასდაკლებული ფასი მითითებულია და გადახაზულია საწყისი თანხა. ასევე წითელი ფერით გამოყოფილია დაკლებული თანხა;

• სარეალიზაციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც უნაღდო ანგარიშწორებით, ასევე სხვადასხვა ბანკის განვადებით;

• იმის გათალისწინებით, რომ საიტზე განთავსებულია პროდუქცია არის მულტი ბრენდული, მწარმოებლის დასახელება მოცემულია უშუალოდ სარეალიზაციო ნივთზე და მის შეფუთვაზე;

პროდუქციის გაცვლა/დაბრუნების პირობები:

საიტზე შეძენილი პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.

• საიტზე შეძენილი წინდების, კოლგოტების, თეთრეულის, საცურაო კოსტუმების, ბოდეების, აქსესუარების, თმის სამაგრების, საყურეების და ფეხსაცმელის მოვლის საშუალებების, ნივთების, რომლებსაც გადასაადგილებლად აქვთ დამონტაჟებული ბორბალი გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაყიდულ ნივთს აღენიშნება ქარხნული წუნი.

დანარჩენი სახეობის პროდუქტის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია საიტზე არსებული გაცვლა/დაბრუნების პირობების შესაბამისად;

• პრდოქუციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 14 დღის განმავლობაში;
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას